შინაარსზე გადასვლა

შუა ალევის წმინდა მარიამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა ალევის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ალევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული, გეგმით სწორკუთხა მოხაზულობის ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. აღმოსავლეთით გააჩნია, ასევე სწორკუთხა საკურთხეველი. ჩრდილოეთით გრძივ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა, დასავლეთით შესასვლელი ღიობი აქვს. კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. მათი დაზიანების გამო სარკმელთა კვალი არ შემორჩა.

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 196