შრომითი თერაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შრომითი თერაპია — შრომითი პროცესების გამოყენება სამკურნალო მიზნით. ზოგიერთი დაავადების დროს შრომით თერაპიას მიმართვენ ორგანიზმის ტონუსის ასაწევად, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. ამისათვის შრომითი თერაპია ტარდება სუფთა ჰაერზე. ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში კიდურების ფუნქციის აღსადგენად იყენებენ შრომის სპეციალურ სახეებს, რომლებიც მოითხოვს გარკვეული მოცულობის მოძრაობის შესრულებას და კუნთების გარკვეული ჯგუფების მონაწილეობას. შრომითი თერაპია უმეტესად იხმარება ფსიქიატრიაში ავადმყოფის ფსიქიკაზე დადებითი ზემოქმედების მიზნით. თანდათანობით მზარდი შრომითი პროცესები წვრთნის და აძლიერებს კომპენსატორულ მექანიზმებს და აადვილებს საწარმოო პირობებში შრომაზე გადასვლას. საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, კოლექტივის დადებით ზეგავლენას დიდი სამკურნალო-პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს. სსრკ-ში ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფების შრომითი თერაპია ჩვეულებრივ ტარდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, დისპანსერებში, სადაც შექმნილი იყო სამკურნალო შრომითი სახელოსნოები; ამ სახელოსნოების შტატში შედიოდნენ ექიმები და მედდები, რომლებიც მეთვალყურეობას უწევდნენ ავადმყოფებს, უტარებდნენ მედიკამენტურ მკურნალობას, აძლევდნენ შრომით რეკომენდაციებს და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]