შპილმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შპილმანები უკრავენ იენჩეპინგში, შვედეთი

შპილმანი (გერმ. Spielmann — „მოთამაშე ადამიანი“) — შუასაუკუნეების მოხეტიალე მსახიობი, მომღერალი და მუსიკოსი გერმანიასა და ავსტრიაში. შპილმანები ქმნიდნენ და ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს, გამოდიოდნენ ფეოდალთა კარზე, ბაზრობებზე ქალაქებსა თუ სოფლებში; ამან განაპირობა მათი რეპერტუარის თემატური მრავალფეროვნება. ამუშავებდნენ ძველ თქმულებებს, იყენებდნენ აღმოსავლური და ბიზანტიურ ზღაპრის მოტივებს. შპილმანების ხელოვნებამ მწვერვალს მიაღწია XIII საუკუნის მეორე ნახევარში. XIII საუკუნიდან შპილმანები ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდნენ და გაერთიანდნენ მომღერალთა ამქრებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]