შორ ბულაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შორ ბულაღი
აზერ. Şor bulaq
მდებარეობა შუშა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტიპი წყარო
თარიღდება 1854

შორ ბულაღი (აზერ. Şor bulaq) — ქალაქ შუშაში ერთ-ერთი ცნობილი წყარო და ისტორიული ადგილი. წყარო აშენდა 1854 წელს. შორ ბულაღი აზერბაიჯანულიდან თარგმანში ნიშნავს „მარილიან წყაროს“.[1] წყარო 1854 წელს ააგო შუშის მდიდარმა რასიბალა ზაქარიამ. შუშაში მდებარე ამ წყაროს წყალი ოდნავ მარილიანია, ამიტომ ხალხმა მას ასე უწოდა. სომხური საოკუპაციო ძალების ქალაქის დაკავებამდე წყარო ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. სომხური შენაერთების დატოვების შემდეგ გაირკვა, რომ წყარო აღარ ფუნქციონირებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yunis Hüseynov (2015). Şuşa Salnaməsi. "AFPoliqraf", გვ. 40, გვ. 208.