შონ იანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შონ იანგი
Sean Young LF.JPG
შონ იანგი 2007 წელს
დაბ. თარიღი მერი შონ იანგი
20 ნოემბერი, 1959
ლუისვილი, კენტუკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1980-დღემდე
მეუღლე(ები) რობერტ ლუხანი (1990–2002)
საიტი maryseanyoung.com

შონ იანგი (ინგლ. Sean Young; დ. 20 ნოემბერი, 1959) — ამერიკელი მსახიობი. პოპულარული იყო 1980-იან წლებში. ცნობილია შესრულებული როლებით ფილმებში: „სამართებელზე მორბენალი“ (1982), „დიუნა“ (1984), „გამოსავალი არ არის“ (1987), „უოლ სტრიტი“ (1987) „ბიძაშვილები“ (1989).

დაიბადა ქალაქ ლუისვილში, მამამისის ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერისა და ჟურნალისტის დონალდ იანგისა და დედამისის, სცენარისტისა და ჟურნალისტის ლი გათრის ოჯახში. ნაწილობრივ ირლანდიური წარმოშობისაა. სწავლობდა კლივლენდის უმაღლეს სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ინტერლოკენის ხელოვნების აკადემიაში; ნიუ-იორკში სწავლობდა აგრეთვე ამერიკული ბალეტის სკოლაში. მანამ სანამ მსახიობი გახდებოდა მუშაობდა მოდელად და მოცეკვავედ.

მისი კინოდებიუტი შედგა 1980 წელს ფილმში „ჯეინ ოსტინი მანჰეტენში“. 1982 წელს ჰარისონ ფორდთან ერთად ითამაშა კლასიკურ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „სამართებელზე მორბენალი“, სადაც შეასრულა რეიჩელის როლი. 1987 წელს პატარა როლი მიიღო ფილმში „უოლ სტრიტი“, სადაც მაიკლ დუგლასის პერსონაჟის გორდონ გეკოს მეეუღლის როლი შეასრულა. მისი ცნობილი ფილმებია: „გამოსავალი არ არის“, „დიუნა“ , საბედისწერო ინსტინქტი და სხვა. 2000 წლიდან მოყოლებული გამოჩნდა დამოუკდებელ ფილმებსა და ამერიკულ ტელესერიალებში. 2005 წელს ოთხი თვე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას იღებდა ტელესერიალში „ესენინი“. 2007 წელს პატარა როლი მიიღო ტელესერიალში „One Tree Hill“.

1990-2002 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა რობერტ ლუხანთან. ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: