შინაარსზე გადასვლა

შლამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შლამი (გერმ. Schlamm, სიტყვასიტყვით – ტალახი) — რომელიმე მადნის გარეცხვისას ნალექის სახით მიღებული მისი მტვრისებური ან ძლიერ დისპერგირებული ნაწილაკები, ასევე წვრილი ნაწილაკების ნალექი, რომელიც გამოიყოფა სითხის დაწდომის ან ფილტრაციის დროს. სხვა კერძო შემთხვევებს შორის ჩამოითვლება:

  1. სასარგებლო წიაღისეულის უწვრილესი ნაწილაკები, რომელთა ზომა (მადნისათვის) არ აღემატება 10-40 მიკრომეტრს.
  2. სპილენძის, თუთიისა და სხვა ლითონების ელექტროლიზის დროს დალექილი ფხვნილისებრი პროდუქტი, რომელიც შეიცავს, ჩვეულებრივ, კეთილშობილ ლითონებს.
  3. ორთქლის ქვაბებში დალექილი ლამი.
  4. კვარცის ქვიშის სველი წესით მტვრევის პროდუქტი — კვარცის შლამი.
  5. ქანის ბურღვისას მიღებული შლამი, რომელიც საბურღ ხსნარს ზედაპირზე ამოაქვს.
  6. ქვანახშირის ან სხვა რომელიმე მადნის სველი წესით გამდიდრების პროცესში მიღებული ლამისებრი ნალექი.