შკოფია-ლოკა
იერსახე
| ქალაქი | |
|---|---|
|
შკოფია-ლოკა Škofja Loka | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | გორენსკა |
| მუნიციპალიტეტი | შკოფია-ლოკა |
| კოორდინატები | 46°10′00″ ჩ. გ. 14°18′00″ ა. გ. / 46.16667° ჩ. გ. 14.30000° ა. გ. |
| პირველი ხსენება | 973 |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1274 |
| ფართობი | 145 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 400 მეტრი |
| მოსახლეობა | 11 830 კაცი (2013) |
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
| საფოსტო ინდექსი | 4220 |
| საავტომობილო კოდი | KR |
| ოფიციალური საიტი | skofjaloka.si |
შკოფია-ლოკა (სლოვენ. Škofja Loka) — ქალაქი ცენტრალურ სლოვენიაში. მდებარეობს შკოფია-ლოკის მუნიციპალიტეტში. ქალაქის მახლობლად გაედინება მდინარე სორის მდგენელი ორი მდინარე სელეშკა-სორა და პოლიანსკა-სორა.
ქალაქი პირველად მოხსენიებულია 973 წელს, როდესაც იმპერატორმა ოტო II-მ ტერიტორია უბოძა ფრაიზინგის ეპისკოპოსს. 1274 წლიდან დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი. XIV საუკუნეში აშენდა ქალაქის გალავანი. 1511 წელს ქალაქი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა ქალაქის შენობების უდიდესი ნაწილი, რომელთა უმეტესობაც შემორჩენილია დღემდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: