შიშველლაყუჩა მოლუსკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შიშველლაყუჩა მოლუსკები
Berghia coerulescens
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ქვესამეფო: ეუკარიოტები
ზეტიპი: უხერხემლოები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: მუცელფეხიანები
ქვერიგი: შიშველლაყუჩიანები
ლათინური სახელი
Nudibranchia

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



შიშველლაყუჩა მოლუსკები (ლათ. Nudibranchia) — უხერხემლო ცხოველების ქვერიგი მუცელფეხიანების კლასისა. ზოგიერთი მათგანი ჭიებს წააგავს, ხოლო ზოგი სახეობის შიშველლაყუჩა მოლუსკის სხეული სრულებით გამჭვირვალეა. ნიჟარა და ქტენიდიები არ გააჩნიათ. აქვთ მეორეული ლაყუჩები (გვირგვინისებურადაა განლაგებული უკანა გასავლის ხვრელის ირგვლივ) ან სხვადასხვა ფორმის ზურგის გამონაზარდები. ზოგი სახეობა ლაყუჩებს მოკლებულია და კანის მთელი ზედაპირით სუნთქავს. შიშველლაყუჩა მოლუსკების ქვერიგი აერთიანებს 2300-მდე სახეობას, რომელთა უმრავლესობა მტაცებელია. ბინადრობენ ზღვების სანაპირო ზოლში. ზოგიერთი მათგანი ცურავს კიდეც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]