შიშალდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიშალდინი
ვულკანი შიშალდინი, მაისი, 1994
ვულკანი შიშალდინი, მაისი, 1994
კოორდინატები: 54°45′21″ ჩ. გ. 163°58′03″ დ. გ. / 54.75583° ჩ. გ. 163.96750° დ. გ. / 54.75583; -163.96750
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 2857 
შეფარდებითი სიმაღლე 2857 
იზოლაცია 877 კმ
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა მაისი 16, 1932
ბოლო ამოფრქვევა იანვარი 3, 2020
შიშალდინი — ალასკა
შიშალდინი
სურათები ვიკისაწყობში

შიშალდინი (ინგლ. Mount Shishaldin) — მოქმედი ვულკანი აშშ-ში, ალასკაში, კუნძულ უნიმაკზე. წარმოადგენს ალეუტის კუნძულების უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 2857 მ.

ვულკანის ტოპოგრაფიული იზოხაზები ზღვის დონიდან 1981 მ-ზე ზემოთ თითქმის სრულყოფილ წრეწირს წარმოადგენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კალთებთან შედარებით, ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთები რამდენადმე ციცაბოა. 2200 მ-ზე მაღლა თითქმის მთლიანად არის დაფარული თოვლითა და ყინულით. შიშალდინის მყინვარული ფარის საერთო ფართობია 91 კმ².

ჩრდილო-დასავლეთით მასიურ ლავურ ნაკადზე გაბატონებული 24 მონოგენური პარაზიტული კონუსია. შიშალდინის კონუსის ასაკი 10,000 წელზე ნაკლებია და დაშენებულია საწყისი სომისა და ფარის ნაშთზე. ძველი საწყისი ვულკანის ნაშთები გაშიშვლებულია დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს 1494–1798 მ სიმაღლემდე. შიშალდინის ნაგებობა მოიცავს მასალათა დაახლოებით 300 კმ³-ს. 1967 წლიდან ეროვნული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა.

განსაკუთრებით XIX–XX საუკუნეებში დაფიქსირდა ვულკანის არაერთი ამოფრქვევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]