შიგნით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შიგნით
შიგნით (პოსტერი).jpg
სცენარი ერთან ქურთალანი
თოფრაქ ქარაოღლუ
რეჟისორი ულუჩ ბაირაქთარი
მონაწილეობენ ჩაღათაი ულუსოი
არას ბულუთ იინემლი
ჩეთინ თექინდორი
რიზა ქოჯაოღლუ
ბენსუ სორალი
დამლა ჯოლბაი
კომპოზიტორ(ებ)ი თოიგარ იშიქლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ენა თურქული
სეზონი 1
ეპიზოდი 39
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ქერემ ჩათაი
ეთერი
ორიგინალური არხი Show TV
ეთერში 19.09.2016 — 19.06.2017
რესურსები ინტერნეტში
საიტი


შიგნით (თურქ. Içerde) — Ay Yapım-ის წარმოებული თურქული სერიალი. პირველი სერია ეთერში გავიდა 2016 წლის 19 სექტემბერს, ტელეკომპანია Show TV-ზე. მთავარ როლში არიან ცნობილი თურქი მსახიობები ჩაღათაი ულუსოი და არას ბულუთ იინემლი

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს ორ ძმაზე, უმუტსა და სარფზე. უმცროსი ძმა, უმუტი 3 წლის ასაკში მოიტაცა ჯელალმა, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანდის მეთაურია. უმუტი იზრდება ქუჩაში და იძულებით მუშაობს ჯოშკუნთან, როგორც მათხოვარი ბავშვი. ჯელალი გაზრდის უმუტს და მისგან ახალ ადამიანს, მერტს შექმნის. მას თავის წარსულიდან არაფერი ახსოვს. 20 წლის შემდეგ ძმები ერთმანეთს შეხვდებიან და ერთად ჯელალს გაანადგურებენ.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი როლი სერიები აღწერა
ჩაღათაი ულუსოი სარფ ილმაზი 1-39 ფუსუნის შვილი, უმუტის ძმა. პოლიციელი, რომელიც კომისარმა იუსუფმა შეაგზავნა ჯელალთან. შეყვარებული იყო ჯელალის ქალიშვილზე, მელექზე. 36-ე სერიაში იგებს რომ მისი ძმა უმუტი ცოცხალია.
არას ბულუთ ინემლი მერთ ქარადაღი (უმუტ ილმაზი) 1-39 ფუსუნის შვილი, სარფის ძმა. 3 წლის ასაკში ჯელალმა მოატაცებინა ჯოშკუნს. იზრდებოდა ქუჩაში. მოგვიანებით ჯელალმა ის პირადად აღზარდა. 36-ე სერიაში იგებს, რომ მისი ოჯახი ცოცხალია.
ჩეთინ თექინდორი ჯელალ დუმანი 1-39 იეშიმის ცოლი, მელექისა და მუსტაფას დედა. ყველგან ცნობილი როგორც მექაბაბე ჯელალი. ის იყო დაუნდობელი და სასტიკი. 39-ე სერიაში დააპატიმრებენ სარფისა და უმუთის დახმარებით. ციხეში ჩასმისთანავე იკლავს თავს.
მუსტაფა უღურლუ იუსუფ ქაია 1-34 ორგანიზებული დანაშაულისა და კონტრაბანტის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის ფილიალის მეთაური. მან სარფი ფარულად შეაგზავნა ჯელალთან. 34-ე სერიაში კლავს დავუთი ჯელალზე თავდასხმის დროს.
ნიჰან ქოლდაში ფუსუნ ილმაზი 1-39 სარფისა და უმუტის დედა. ჰქონდა საკუთარი კაფე.
რიზა ქოჯაოღლუ დავუთი 2-39 ჯელალის მთავარი კაცი. 39-ე სერიაში იკლავს თავს.
ბენსუ სორალი მელექ დუმანი 1-31 უმუთის (მერტის) ბავშვობის მეგობარი. სარფის შეყვარებული. მე-18 სერიაში ჯოშკუნი მელექს ეუბნება, რომ ჯელალი მისი ნამდვილი მამაა. 31-ე სერიაში კლავს ქუდრეთ სონმეზის კაცი სერკანი.
დამლა ჯოლბაი ეილემი 1-39 სარფისა და უმუთის ბავშვობის მეგობარი, ჟურნალისტი.
ილდირაი შაჰინლერი ჰასან ალიანაქი 1-39 ჯელალის კაცი, მაგრამ შემდგომში მას უღალატებს და იბრძვის მის წინააღმდეგ. დააპატიმრებენ 39-ე სერიაში.
გოზდე კანსუ იეშიმ დუმანი 2-39 მექაბაბე ჯელალის მეუღლე და მუსტაფა დუმანის დედა.
ლევენთ ჯანი კომისარი ჰალუქი 35-39 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის მეთაუური.
თევფიქ ერმან ქუთლუ ბარბაროსი 33-39 ალიანაქის კაცი. 39-ე სერიაში ალიანაქთან ერთად აპატიმრებენ პოლიციელები.
ერდაღ იენელი ბერკე 16-39 ალიანაქის კაცი. 39-ე სერიაში ალიანაქთან და ბარბაროსთან ერთად აპატიმრებენ პოლიციელები.
ბერან სოისალი გოქჰანი 16-39 კომისარ იუსუფისა და სერაფის შვილი.
დეფნე ჰალმანი სერაფი 16-39 კომისარ იუსუფის ყოფილი ცოლი. გოქჰანის დედა.
დუიგუ სარიშინი სემა 9-39 ორგანიზებული მკვლელობის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის ახალი კომისარი. მოგვიანებით, კომისარ იუსუფის გადაწყვეტილებით, იგი ხდება გუნდის ლიდერი.
უღურ ილდირანი სელიმი 7-39 კომისარ ასლანის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს სამსახურში.
დენიზ გურზუმარი ბარიში 5-39 ფუსუნის კაფის თანამშრომელი. ეილემის, სარფისა და უმუთის მეგობარი.
ილბერ უიგარ ქაბოღლუ მუსტაფა დუმანი 2-39 მექაბაბე ჯელალისა და იეშიმის ვაჟი.
ნებილ საიენი ჯოშკუნი 7-39 მექაბაბე ჯელალის ყოფილი კაცი. ქუჩის ბანდის ლიდერი, რომელიც გატაცებულ ბავშვებს ამუშავებდა და სცემდა კიდეც. 39-ე სერიაში აპატიმრებენ პოლიციელები.
ბარიშ ქირალიოღლუ მუსა 1-39 ორგანიზებული მკვლელობის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის კომისარი.
ესრა ქილიჩი ფულია 24-39 ქუდრეთის კაცი, ჰანდანის მარჯვენა ხელი. მოგვიანებით ის უღალატებს ქუდრეთს და ჯელალის მხარეს გადავა. 39-ე სერიაში კლავს სარფი.
სეითჰან ოზდემირი პატარა 1-39 ჯელალის კაცი. 39-ე სერიაში კლავენ პოლიციელები არ დაუმორჩილებლობის გამო.
უღურ იუჯელი ქუდრეთ სონმეზი 24-36 მექაბაბე ჯელალის ძველი მეგობარი. უყვარდა ჯელალის და ნერმინი. მოგვიანებით ის ჯელალს გადაემტერება. 36-ე სერიაში კლავს ჯელალი ნერმინის სასაფლაოზე.
სედათ ფაიაზი შევქეთი 8-34 ცნობილი როგორც შევქო. 34-ე სერიაში დაიღუპა ჯელალზე თავდასხმის დროს.
ფეიაზ დუმანი სერკანი 24-31 ქუდრეთის კაცი. ქუდრეთის ბრძანებით მან მოკლა ჯელალის ქალიშვილი მელექი. 31-ე სერიაში კლავენ სარფი და უმუთი.
თუბა უნსალი ჰანდანი 22-28 ერთ-ერთი კაზინოს ოპერატორი. ქუდრეთის კაცი. 28-ე სერიაში კვდება ფულიას მიერ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების დროს.
მეჰმეთ ილმაზ აქი იაშარი 17–22 მას სურდა შურისძიება მისი მამის მკვლელობის გამო. ჯოშკუნის მეგობარი. 22-ე სერიაში საავადმყოფოში კლავს ჯელალის კაცი.
მინე თუფექჩიოღლუ ჰულია 19-20 მელექის დეიდა. კლავენ ჯელალის ბრძანებით.
ალიჰან საქმანი ტაიფუნი 4-15 ჯელალის კაცი.
შენაი გიურლერი ლეილა იშიქი 13-15 ომერის და, აქინ იშიქის ცოლი. მას სურს ჯელალზე შურისძიება. მე-15 სერიაში კლავს დავუდი.
ემრე ერჩილი ადვოკატი 13-14 აქინ იშიქის ადვოკატი. დაიღუპა ხანძრის დროს.
მურათ თუზუნი სინანი 12-14 აქინ იშიქის კაცი. დაიღუპა ხანძრისას.
იავუზ გურბუზი ჰუსნი 11-14 ჯელალის ვაჟის, მუსტაფას ნათლია. ჯელალის მტერი. დაიღუპა ხანძრისას.
ოზან აღაჩი ჰაიათი 11-12 ჯოშკუნის კაცი. კლავს ჯოშკუნი.
ალფ ოზგურ იაშინი სელამი 1-11 ალიანაქის კაცი. ჯდება ციხეში.
ერჯან ქესალი აქინ იშიქი 5-10 ჯელალის ძველი მეგობარი. მოგვიანებით ხდება მისი მტერი. მე-10 სერიაში კლავს ჯელალი.
მუსტაფა ილდირანი მესთან გონული 1-8 ჯელალის ერთგული კაცი. მე-8 სერიაში კლავს ალიანაკი.
ულვი იღითი თალიფი 1-7 ჯოშკუნის კაცი. მე-7 სერიაში ჯელალის წინ იკლავს თავს.
ჯემ ოზერენი ასლანი 1-7 კომისარი. მე-7 სერიაში კლავს მერთი.
სელიმ ერდოღანი ომერი 1-2 ჯელალის მტერი. ჯელალის ბრძანებით კლავს დავუთი.

საერთაშორისო მაუწყებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი თურქეთის გარდა გადის 10 ქვეყნის ტელეარხზე, ესენია: საქართველო, კორეა, საბერძნეთი, რუმინეთი, ირანი, ისრაელი, ერაყი, ქურთისტანის რეგიონი, ალბანეთი და ჩილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]