არას ბულუთ ინემლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არას ბულუთ იინემლი
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1990 (1990-08-25) (28 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება თურქი
განათლება სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2009 — დღემდე

არას ბულუთ ინემლი (დ. 25 აგვისტო, 1990) — თურქი მსახიობი.

დაიბადა სტამბოლში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო განათლება სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც 5 წლის სწავლის შემდეგ მიიღო ავიაციის ფაკულტეტის დიპლომი.

დაიბადა ოჯახში, სადაც პატივს სცემენ თანამედროვე და კლასიკურ ხელოვნებას. მისი ძმა თურქეთში ცნობილი მწერალია და არა ერთი ფილმის სცენარისტია. ხოლო და არის ცნობილი ვოკალისტი. არასის მშობლები წარმოშობით არიან კავკასიიდან.

მსახიობი ცნობილია სერიალებით „დაკარგული დრო“, რომელშიც ასრულებს მეთე აქარსუს როლს და „დიდებული საუკუნე“, სადაც ასრულებს უფლისწული ბაიაზიდის როლს.

ფილმის/სერიალის სახელი წელი როლი
დაკარგული დრო 2010–13 მეთე აქარსუ ტელესერიალი
მაჰმუთი და მერიემი 2013 მაჰმუთი ფილმი
დიდებული საუკუნე 2013–14 შეჰზადე ბაიაზიდი ტელესერიალი
ჩვენ კარგად ვართ? 2013 იჰსანი ფილმი
მარალი ჩემი ლამაზი ისტორია 2015 სარფი ტელესერიალი
შიგნით 2016–17 უმუთ ილმაზი/მერთ ქარადაღი ტელესერიალი
ორმო 2017– იამაჩ ქოჩოვალი ტელესერიალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]