შვრიანა
Jump to navigation
Jump to search
შვრიანა | ||||
---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
ლათინური სახელი | ||||
Helictotrichon |
შვრიანა (ლათ. Helictotrichon) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. 90-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. 2-3 სახეობა ამერიკაში. საქართველოში გვხვდება შვრიანას 4 სახეობა. იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და მდელოებზე. საქონლის კარგი საკვები ბალახებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 741, თბ., 1986 წელი.