შესანიშნავი შვიდეული (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შესანიშნავი შვიდეული“
ჟანრი ვესტერნი
რეჟისორი ჯონ სტერჯესი
პროდიუსერი ჯონ სტერჯესი
სცენარის ავტორი უილიამ რობერტსი
როლებში იულ ბრინერი, სტივ მაკ-კუინი, ილაი უოლაკი, ჩარლზ ბრონსონი
კომპოზიტორი ელმერ ბერნშტაინი
სტუდია The Mirisch Corporation, Alpha Productions
დისტრიბუტორი United Artists
პრემიერა 12 ოქტომბერი, 1966 (1966-10-12)
ხანგრძლივობა 128 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 2 მილიონი $
შემოსავალი 9.75 მილიონი $
საიტი IMDb ID 0054047

შესანიშნავი შვიდეული (ინგლ. The Magnificent Seven);) ვესტერნის ჟანრის ამერიკული ფილმი გადაღებული 1960 წელს ჯონ სტერჯესის მიერ. ადაპტაცია აკირა კუროსავას მიერ 1954 წელს გადაღებული იაპონური ფილმისა „შვიდი სამურაი“. 1961 წელს კომპოზიტორი ელმერ ბერშტაინი წარმდეგენილი იყო ოსკარზე, საუკეთესო მუსიკის ნომინაციაზე. 2013 წელს ფილმი შევიდა აშშ-ის ფილმების ეროვნულ რეესტერში, კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება 1880-იან წლებში, აშშ-ს და მექსიკის საზღვარზე ვითარდება. მექსიკის ერთ სოფელს რეგულარულად ძარცვავს ბანდა, კალვერას (ილაი უოლაკი) მეთაურობით. ისინი წელიწადში ერთხელ მიდიან სოფელში, მიაქვთ გლეხების მოსავალი და უტოვებენ მცირეს, რათა მომავალ წლამდე გასძლონ. გლეხები გადაწყვეტენ ბანდიტებისგან თავის დაღწევას, მაგრამ რადგანაც არც იარაღი აქვთ და არც ბრძოლა იციან, მთაში მცხოვრებ ბრძენთან აზრის საკითხავად მივლენ. იგი გლეხებს ურჩევს წავიდნენ ქალაქში და იარაღი იყიდონ. ამისთვის მოხუცი საკუთარ ოქროს საათს გაატანს. გლეხები ააგროვებენ რაც კი სოფელში ძვირფასეულობა აბადიათ და ქალაქში წავლენ.

ქალაქში მისულები ორთაბრძოლის მოწმეები გახდებიან. მოსახლების ნაწილი წინააღმდეგია სასაფლაოზე წითელკანიანი ინდიელის დაკრძალვის, სასაფლაოზე შეირაღებული მოქალაქეები დგანან და კატაფალკას არ უშვებენ. კატაფალკის პატრონის დასახმარებლად მსროლელი კრის ადამსი (იულ ბრინერი) და ახალგაცნობილი ვინი (სტივ მაკ-კუინი) გამოვლენ, შეიარაღებულ ხალხს სროლაში დაჯაბნიან, ორს დაჭრიან და გაყრიან.

გლეხები დასახმარებლად კრის მიმართავენ, რომელიც იარაღის ყიდვის ნაცვლად მსროლელების დაქირავებას ურჩევს, რადგანაც „ხალხი იარაღზე იაფია“. გლეხები ექვს კვირაში 20 დოლარს და საკვებს პირდებიან და უმუშევრად დარჩენილი პროფესიონალი მსროლელები თანხმდებიან წინადადებას. პირველი დაქირავებული მებრძოლი კრისია, მეორე მისი ძველი ნაცნობი ვინი, რომელიც კაზინოში წააგებს მთელ ფულს. მესამე ბერნარდო ო’ნილი (ჩარლზ ბრონსონი) რომელიც ერთ დროს მარტო ასუფთავებდა ქალაქს ბანდიდებისგან და ამჟამად შეშის ჩეხვით ირჩენს თავს. მეოთხე ბრიტი (ჯეიმზ კებერნი) რკინიგზაზე მუშაობს და დუელში კაცი შემოაკვდება. მეხუთე ლი (რობერტ ვონი) გადაიღალა არეული ცხოვრებით, თან კანონთანაც ვერ აქვს საქმე კარგად და გასაქცევ გზებს ეძებს. მეექვსე გარი ლაკს (ბდერ დექსტერი) კი ჰგონია რომ კრისს სოფელში აცტეკების გადამალული განძი ეგულება. ახალგაზრდა მსროლელ ჩიკოსაც სურს მებრძოლებთან შეერთება, მაგრამ კრისს არ უნდა გამოუცდელი ბიჭის წაყვანა, თუმც ბოლოს მეშვიდე წევრად აიყვანს და მათთან ერთად სოფელში გაემგზავრება.

სოფლელებს თავიდან ეშინიათ ჩამოსული მსროლელების, მაგრამ თანდათან დაუახლოვდებიან და საბრძოლოდ მომზადებას შეუდგებიან. ააგებენ კედლებს, მახეებს დააგებენ და სროლაში ვარჯიშს დაიწყებენ.

კალვერა როცა მიადგება სოფელს გასაძარცვავად ნახავს რომ გლეხებს 7 კაცი იცავს და კრისი მათ უკან დაბრუნებას ურჩევს. კალვერას კი რომელსაც, 42 კაციანი ბანდა ჰყავს, გაეცინება და ბრძოლაში ჩაებმება. შეტაკებაში შვიდეული გლეხებთან ერთად ბანდიტებს 11 კაცს დაუხოცავს და სოფლიდანაც გააგდებენ. საღამოს შვიდეული და სოფლის მაცხოვრებლები ბჭობას გამართავენ. ჯერ არ იციან რას იზავს კალვერა, კვლავ შემოუტევს სოფელს თუ წავა საერთოდ. ერთი გლეხი სახელად სოტერო იტყვის რომ ჯობია კალვერას ბოდიში მოუხადონ, სოფელში შემოუშვან და მისცენ საჭმელი. სხვები ბრძოლას გადაწყვეტენ. ამ დროს ჩიკო ტყეში ჩასაფრებულ ბანდიტებთან მივა და გაარკვევს რომ დილას აპირებენ სოფელზე შეტევას, რადგანაც საჭმელი საერთოდ გაუთავდათ. შვიდეული გადაწყვეტს საფარშივე დაესხას კალვერას, თუმცა ადგილზე მისულები ვერავის იპოვნიან და უკან დაბრუდებიან. სოფელში შესულები აღმოაჩენენ რომ კალვერამ მათ არყოფნაში ისარგებლა და დასახლება დაიკავა. ამაში კი სოტერო დაეხმარათ, იმის იმედად რომ შეიწყალებდა ბანდიტი. კრისი იძულებული გახდება განაიარაღოს საკუთარი რაზმი. კალვერა დაინდობს მათ და სანაცვლოდ პირობას ჩამოართმევს რომ სიცოცხლის სანაცვლოდ სოფელს მოშორდებიან. ბანდიტები მათ სოფლის გარეთ გაიყვანენ და იარაღს დაუბრუნებენ.

შვიდეული არსად არ აპირებს გაქცევას და გლეხების დასახმარებლად სოფელში დაბრუნდებიან, მხოლოდ გარი იტყვის უარს და წავა. სოფელში დაბრუნებულები დიდ ბრძოლას გაუმართავენ კალვერას და მეთაურიანად ბანდას გაანადგურებენ. შეტაკებისას დაიღუპებიან ბერნარდო, ლი, ბრიტი, მობრუნებული გარი და რამდენიმე გლეხი, რომელიც შვიდეულის დასახმარებლად ჩაერთვება ბრძოლაში.

ბოლოს კრისი, ვინი და ჩიკო მიდიან სოფლიდან, მაგრამ ბიჭი დაბრუნდება, რადგან ადგილობრივი გოგო შეუყვარდა და დარჩება. კრისი ეუბნება ვინის „გლეხებმა მოიგეს, ჩვენ კი წავაგეთ. ჩვენ ყოველთვის ვაგებთ“.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
იულ ბრინერი კრის ადამსი
სტივ მაკ-კუინი ვინ ტანერი
ხორსტ ბუჰოლცი ჩიკო
ჩარლზ ბრონსონი ბერნარდო ო’რეილი
ჯეიმზ კობერნი ბრიტი
რობერტ ვონი ლი
ბრედ დექსტერი ჰარი ლაკი
ილაი უოლაკი კალვერა
რიცო ალანიზი სოტერო
ვლადიმირ სოკოლოვი მოხუცი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
ოსკარი 1961 საუკეთესო მუსიკა ელმერ ბერნშტაინი ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]