შემოდგომის წვია
იერსახე
შემოდგომის წვია | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Stomoxys calcitrans | ||||||||||
|
შემოდგომის წვია (ლათ. Stomoxys calcitrans) — ორფრთიანი მწერი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრია შინაურ ცხოველებთან ახლოს. ვითარდება ნაკელში (განსაკუთრებით ცხენის). ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე თაობას იძლევა. მასობრივი თავდასხმისას ძროხების მერძეულობა და რძის ცხიმიანობა მცირდება. ჯილეხის, ტულარემიის, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ანაპლაზმოზისა და სხვა დაავადების გამომწვევის გადამტანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 312.