შემგროვებლობა (დაავადება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შემგროვებლობაპათოლოგია, ფსიქიკური აშლილობა. იგი ახალი შესულია DSM-5-ში, ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოში. პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობა ახლახანს აღმოაჩინეს და მასზე ჯერ არ არის ჩატარებული კლინიკური კვლევები, რომელიც მისი მართვის საშუალებას მოგვცემს.

აშლილობის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ის, ჩვეულებრივ, ადრეული მოზარდობის წლებში იწყება და იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. თუმცა, ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ დაკავშირებულია ხელმომჭირნეობასთან და ხელმომჭირნეობის 50 % მიეწერება გენეტიკურ ფაქტორებს. ხელმომჭირნეობის აშლილობის მქონე პიროვნებების უმრავლესობა გადაჭარბებულად შეიძენს ნივთებს, რომლებიც არ სჭირდება. ასეთ ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ სიძნელეები აქვთ და არ სურთ დახმარების თხოვნა და მიღება.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი პათოლოგიური შემგროვებლობა არის დაახლოებით 2-6 % უფროსებში და 2 % მოზარდებში.

დამახასიათებელი თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის მიმდინარეობა არის ქრონიკული და პროგრესული.

  • გარკვეული სახის ნივთების შეგროვება. მაგ: გაზეთები, ძველი ტანსაცმელი, ჩანთები, წიგნები და ქაღალდისგან ნაწარმოები ნივთები. დიაგნოზი არ მოითხოვს, რომ შენახული ნივთები იყოს ფასეული, მაგრამ ხანდახან ძვირფასი ნივთებიც არის შენახული.
  • საკუთარი ნივთების გაყოფისა და მათზე უარის თქმის ქრონიკული სიძნელეები. აშლილობის მქონეები თავიანთ სიძნელეებს მიაწერენ ამ ნივთების საჭიროებას, ესთეტიურ ღირებულებასა და ემოციურ კავშირს მათთან.

აშლილობის მქონე პიროვნებებს არ შეუძლიათ საკუთარ საწოლში ძილი, თავიანთ მისაღებ ოთახში ჯდომა ან საჭმლის თავიანთ სამზარეულოში კეთება. ზოგიერთ შემთხვევაში, აურზაური სცდება საცხოვრებელ არეალს და მოიცავს ისეთი ადგილების გამოყენებას, როგორიცაა მანქანები, წინა და უკანა ეზოები, სამუშაო ადგილი და ნათესავების სახლები. აშლილობამ, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკები. მაგ: დაცემა, გადმოვარდნა და სანიტარიის დაბალი დონე. ის ზრდის სიკვდილის რისკს ხანძრის დროს. ოჯახური ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში დაძაბულია. ხანდახან საფრთხე ემუქრებათ მეზობლებსაც.

კლინიკურ შემთხვევებში აშლილობის მქონეთა დაახლოებით 75 %-ს აქვს შფოთვითი აშლილობა, ასევე ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სიმპტომები.

დიაგნოზის დასმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშლილობა მარტივად დიაგნოსტირდება დაავადებულ პიროვნებასთან ფსიქოლოგიური ინტერვიუთი და ამ პიროვნების სახლის შემოწმებით, რათა გაირკვეს აშლილობით გამოწვეული აურზაურისა და გაუარესების ხარისხი.

დიაგნოზის დასასმელად საკმარისია:

  • გასაუბრება. მაგ: კლინიცისტებს ხშირად უწევთ დასვან უშუალო კითხვები, როგორიცაა „რთულია თქვენთვის, რომ უარი თქვათ თქვენს ნივთებზე ან გაუყოთ ვინმეს ისინი?“ ან „გაქვთ ისეთი ნივთების დიდი რაოდენობა, რომლებიც გადაავსებენ და აურზაურს ქმნიან თქვენს სახლში?“. დაადებითმა პასუხმა შესაძლოა ბიძგი მისცეს დიალოგს, რომელიც მიგვიყვანს საჭირო დიაგნოზამდე. ”საყვარელი” ნივთების უარყოფა ან გაყოფა აშკარა მწუხარებას იწვევს პიროვნებაში.
  • დაკვირვება. მაგ: სირთულეები იწვევს ამ ნივთების დეზორგანიზებულ დაგროვებას, რაც საცხოვრებელ ადგილას აურზაურის მიზეზია. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია სახლში ვიზიტი აურზაურის, გაუარესებებისა და ასოცირებული რისკების შესაფასებლად. სახლში ვიზიტი თუ შეუძლებელია, კლინიცისტმა უნდა სცადოს დამატებითი ინფორმაცია შეაგროვოს სანდო ინფორმანტებისგან, ისეთებისგან, როგორიცაა მეუღლე და ნათესავი. ესაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ინსაიტი - სათანადოდ ვერ აფასებენ თავიანთი სირთულეების შედეგებსა და ხარისხს.

ინფორმაციის შეგროვებით დგინდება — მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება თუ მალე გადაივლის.

ხშირად, პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მას შემდეგ, რაც სხვა ნევროლოგიური პირობები (მაგ: თავის ტვინის ტრავმული დაზიანება და ტვინის სიმსივნე) და ფსიქიკური დარღვევები (დემენცია) გადაჭარბებით იქნება დაგროვილი.

ნორმატიული შეგროვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ნორმატიული შეგროვებლობა, რომელიც არის გავრცელებული აქტივობა (საქმიანობა, ე.წ. ჰობი) ის არის, როგორც „კეთილთვისებიანი“, ასევე სასიამოვნო.

ბავშვების უმეტესობა და მოზარდების 30 % მეტი აგროვებს საგნებს სხვადასხვა მიზნით რაღაც მომენტში.

შემგროვებლები (ე.წ. „კოლექციონერები“) რაღაც კრიტერიუმებით არჩევენ ნივთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ახასიათებთ პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობა.

პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობისაგან განსხვავებით შეგროვების პროცესი გამოირჩევა მაღალი სტრუქტურირებითა და ძალიან მკაცრად დაგეგმილი შერჩევით (ანუ შემოიფარგლება ვიწყო ელემენტებით), ასევე, სასიამოვნო და ხშირად სოციალური საქმიანობით. ის კოლექციონერები, ვინც კი მიჩნეულია ექსცენტრიულად, საეჭვოდ შეიძლება მივაკუთვნოთ პათოლოგიური შემგროვებლობის აშლილობის მქონედ.

ინტერვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშლილობის ინტერვენცია ხდება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით, გამოიყენება მრავალკომპონენტიანი ფსიქოლოგიური მკურნალობა, რომელიც დაფუძნებულია კოგნიტურ-ქცევით მოდელზე. მკურნალობა შეიცავს პათოლოგიური შემგროვებლობის შესახებ:

  • შემეცნებას, მიზნების დასახვას
  • მოტივაციის გაძლიერების ტექნიკას
  • ორგანიზებასა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას
  • პრაქტიკას დახარისხებაში და ობიექტების უგულებელყოფას
  • პრაქტიკას შეძენის წინააღმდეგ
  • შემეცნებითი ტექნიკა განკუთვნილია შეცვალოს დისფუნქციური რწმენის მნიშვნელობა ნივთებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]