შერბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შებეთი)
ორი ტიპის ირანული შარბათი და ირანული ჩაი (მარცხნივ).

შერბეთი (აზერ. Şərbət; არაბ. شربت; თურქ. Şerbet; სპარს. شربت; ქურთ. Şerbêt) – ტრადიციული აღმოსავლური სასმელი, რომელიც მზადდება ასკილისგან, შინდისგან, ვარდისგან ან ძირტკბილასგან, სხვადასხვა სუნელისგან.

  • აღმოსავლეთის ქვეყნების პოპულარული სასმელი. მზადდება ასკილისგან, ვარდისგან და სხვადასხვა სუნელსაგან. დღეს შერბეთს უწოდებენ სხვადასხვა სახის ხილისგან და შაქრისგან დამზადებულ გამაგრილებელ სასმელებს, რომელსაც ასევე ნაყინსა და სხვადასხვა სახის სასუსნაოს ამატებენ. სიტყვა „შერბეთი“ აღებულია თურქულიდან, რომელსაც გააჩნია ანალოგები სპარსულში, ურდუში, ჰინდიში - „შარბათ“, არაბულში „შარბა“ – (სასმელი);
  • ხსნადი ფხვნილი შუშხუნა აირის მისაცემად გამოგონებულია XIX ს. დიდ ბრიტანეთში.
  • საორბე (თ) - ხილისგან დამზადებული ნაყინი შეესაბამება ტრადიციულ სასმელს;
  • ტაჯიკურ სამზარეულოში მყიფე დაშაქრებული სიროფი, რომელიც წააგავს თხევად მურაბას;
  • აღმოსავლური ტკბილეული - ფერადი არომატული საცხობი ხილისა და რძის ან ხალვის მსგავსი ხილისა და დაჭრილი თხილის საფუძველზე;
  • ჩილიმის თამბაქოს თურული კომპანიის „Serbetli“-ს სახელწოდება. სახელწოდება მოდის თურქული სიტყვა „შერბეთლიდან“, ასევე დაიშვება „შერბეთლი“, ანუ საიდანაც წამოვიდა დასახელების შეკვეცა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „შერბეთს“ თურქული წარმოშობა აქვს, რომელიც სპარსულიდან/ურდუდან "شربت" ან არაბულიდან ნიშნავს სასმელს(„შარბა“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: