შაჰინ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰინ მამედოვი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1972, ლენქორანი აზერბაიჯანის სსრ
ლენქორანი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1990
დაკრძალულია ლენქორანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

შაჰინ მამედოვი (აზერ. Şahin Məmmədov, სრული სახელი:Şahin Zahid oğlu Məmmədov; დ. 31 იანვარი, 1972, ლენქორანი, აზერბაიჯანის სსრ — გ. 26 იანვარი, 1990) – შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლენქორანში, 1972 წლის 31 იანვარს. სწავლობდა ლენქორანის 1-ელ საშუალო სკოლაში და 113-ე ტექნიკურ პროფესიულ სასწავლებელში.

1990 წლის 26 იანვარს, დაბა ჰაფთონსა და სოფელ კიროვს შორის, როვშან ბადალოვთან და როვშან ალავერდიევთან ერთად დახვრიტეს. შაჰინ მამედოვი და როვშან ბადალოვი დაწვეს. შემდგომში მისი სხეული ვერ ამოიცნეს. დაკრძალეს ლენქორანში. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა „20 იანვრის მოწამის“ საპატიო წოდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]