შინაარსზე გადასვლა

შაჰიდ ბალხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბულ ჰასან შაჰიდ იბნ ჰუსაინ ჯაჰუდანაქი ბალხი (სპარს. ابوالحسن شهيدبن حسين جهودانکي بلخی‎‎), ქართულენოვან გამოცემებში ცნობილი, როგორც შაჰიდ ბალხელი (გ. 935, ისლამური კალენდრით 325 წ.) — სპარსი თეოლოგი, ფილოსოფოსი[1], პოეტი და სუფი. დაიბადა ბალხში (დღევანდელი ავღანეთი)[2]. შაჰიდ ბალხელი იყო აბუ ზაიდ ალ-ბალხის თანამედროვე და მასთან ურთიერთობაც აკავშირებდა. გარკვეული ფილოსოფიური საუბრები ჰქონდა ცნობილ სპარს სწავლულთან აბუ ბაქრ მუჰამედ არ-რაზისთან[1][3].

შაჰიდ ბალხელს აქვს ლექსები როგორც სპარსულ, ისე არაბულ ენაზე[4].