შარლ II დე კოსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ II დე კოსე

შარლ II დე კოსე (ფრანგ. Charles II. de Cossé; დ. 1550 — გ. ივნისი, 1621) — ბრისაკის ჰერცოგი, საფრანგეთის მარშალი.

შარლ II დე კოსე-ბრისაკის მამა შარლ I დე კოსე, გრაფი დე ბრისაკი (1505-1563) და ბიძა არტიუ-არნო დე კოსე, გრაფი დე ბრისაკი, ბარონი დე გონორიც (1512-1582) საფრანგეთის მარშლები იყვნენ.

იგი კათოლიკურ ლიგას მიემხრო, რისთვისაც ჰერცოგ დე მაიენმა ის 1594 წელს პარიზის გუბერნატორად დანიშნა. თუმცა მალე შარლ დე კოსემ ქალაქი ანრი IV-ს გადასცა, რისთვისაც საფრანგეთის მარშლის ტიტული მიიღო. 1611 წელს ლუი XIII-ემ იგი საფრანგეთის პერის რანგში აამაღლა და ჰერცოგობა უბოძა. 1621 წელს იგი სენ-ჟან დ’ანელის ალყის დროს ბრძოლაში დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charles II de Cossé, dans Louis-Gabriel Michaud, Biographie universelle ancienne et moderne : histoire par ordre alphabétique de la vie publique et privée de tous les hommes avec la collaboration de plus de 300 savants et littérateurs français ou étrangers, 2e édition, 1843-1865

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]