ლუი XIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლუი XIII (საფრანგეთი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი XIII
Louis XIII de Bourbon
Louis XIIIval grace.jpg
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 17 ოქტომბერი, 1610
მმართ. დასაწყისი: 14 მაისი 1610
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1743
წინამორბედი: ანრი IV
მემკვიდრე: ლუი XIV
რეგენტი: მარია მედიჩი
(16101614)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 სექტემბერი, 1601
დაბ. ადგილი: ფონტენბლო, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 14 მაისი 1643
გარდ. ადგილი: სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი
მეუღლე: ანა ავსტრიელი
შვილები: ლუი XIV
ფილიპ I ორლეანელი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი IV
დედა: მარია მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი XIII სამართლიანი (ფრანგ. Louis XIII de Bourbon "le Juste; დ. 27 სექტემბერი, 1601, ფონტენბლო, საფრანგეთი — გ. 14 მაისი, 1643, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი) — საფრანგეთისა და ნავარის მეფე 1610-1643 წლებში. ანრი IV-ისა და მარია მედიჩის ძე. ბურბონთა დინასტიის მე-2 წარმომადგენელი საფრანგეთის ტახტზე.

გამეფდა მცირეწლოვანი 1610 წელს. მეურვედ ჰყავდა დედამისი, რომლის რეგენტობაში ძალაუფლება ძლევამოსილი ფავორიტის იტალიელი კონჩინის ხელში მოექცა. 1615 წელს შერთეს ესპანეთის მეფის ასული ანა ავსტრიელი. დიდკაცობის მოთხოვნით 1614-1615 წლებში მოიწვია გენერალური შტატები. 1624 წელს ლუი XIII-მ, დედის შთაგონებით თავის მრჩევლად მიიწვია კარდინალი რიშელიე, რომელიც მალე პირველი მინისტრი და არსებითად, საფრანგეთის ერთმმართველი გახდა. ლუი XIII მოქმედებდა მისი მითითებით და იცავდა მას შეთქმულებისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ მეფის დედა, ძმა - გასტონ ორლეანელი, ანა ავსტრიელი და მეფის ნათესავები. ლუი XIII-ს კარგად ჰქონდა შესწავლილი სამხედრო საქმე. მისი პირადი სარდლობით მოეწყო რამდენიმე ლაშქრობა. რიშელიეს პოლიტიკის შედეგად განმტკიცდა ფრანგული აბსოლუტიზმი და საფრანგეთმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის სახელმწიფოთა შორის. ამასთან, ლუი XIII-ის მმართველობის ხანა აღინიშნა მძიმე სახელმწიფო გადასახადებით, ხალხის ფართო მასების გაღატაკებით, სახალხო მღელვარებებითა და აჯანყებებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუი_XIII&oldid=3348412“-დან