შარლოტა ფროეზ ფიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტა ფროეზ ფიშერი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1929(1929-09-21)[1]
დაბ. ადგილი Stara Mykolaivka
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 2024(2024-02-08)[1] (94 წლის)
გარდ. ადგილი მერილენდი[1]
მოქალაქეობა  აშშ
 კანადა
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი და ინფორმატიკოსი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი[2] , ვანდერბილტის უნივერსიტეტი[3] და National Institute of Standards and Technology[4]
ალმა-მატერი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი[3] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[5]
მეუღლე Patrick C. Fischer
ჯილდოები ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი

შარლოტა ფროეზ ფიშერი (ინგლ. Charlotte Froese Fischer ; დ. 1929 წლის 21 სექტემბერი, პრავდოვკა კონსტანტინოვსკის ოლქი, დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ ) — ამერიკელი და კანადელი გამოყენებითი მათემატიკოსი. მსოფლიო აღიარება მოიპოვა ატომური სტრუქტურის გამოთვლებში მულტიკონფიგურაციული თვითშეთანხმებული ველის შემუშავებისა და დანერგვისთის. და კალციუმის უარყოფითი იონის არსებობის თეორიული პროგნოზირებისთვის, რისთვისაც მიიღეს ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1929 წლის 21 სექტემბერს უკრაინის სსრ სოფელ პრავდოვკაში (ყოფილი ნიკოლაევკა). [6] შარლოტას მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ გერმანიაში 1929 წელს. ლტოლვილთა ბანაკში რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში წავიდა კანადაში, სადაც დასახლდნენ ქალაქ ჩილივაკში.

1952 და 1954 წლებში შარლოტა ფიშერმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი, მათემატიკასა და ქიმიაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი გამოყენებით მათემატიკაში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გამოყენებით მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში კემბრიჯის უნივერსიტეტში 1957 წელს, პოლ დირაკთან ერთობლივად მუშაობდა კვანტურ თეორიაზე. იგი ასევე მუშაობდა დუგლას ჰარტრის ხელმძღვანელობით. მას ეხმარებოდა ელექტრონული გამომთვლელი მანქანის EDSAC -ის პროგრამირებაში ატომური სტრუქტურის გაანგარიშებისთვის.

1957 წლიდან 1968 წლამდე მუშაობდა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მათემატიკის განყოფილებაში, სადაც სასწავლო პროგრამაში შეიტანა რიცხვითი ანალიზი და კომპიუტერული კურსები, ასევე მონაწილეობა მიიღო კომპიუტერული მეცნიერების განყოფილების ჩამოყალიბებაში.

1963-1964 წლებში მუშაობდა ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში სადაც აგრძელებდა კვლევებს ატომური სტრუქტურის გამოთვლებზე. ჰარვარდში ის იყო პირველი ქალი მეცნიერი, რომელსაც მიენიჭა ალფრედ სლოანის სტიპენდია.

1991 წელს იგი გახდა ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი კალციუმის უარყოფითი იონის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის. 1995 წელს აირჩიეს ლუნდის სამეფო ფიზიოგრაფიული საზოგადოების (Royal Physiographical Society in Lund) წევრად 2004 წელს ლიტვის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, ხოლო 2015 წელს მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ინჟინერიაში შვედეთის მალმოს უნივერსიტეტიდან .

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტა ფროეზ ფიშერი არის 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი ატომების გამოთვლითი თეორიის შესახებ. [7] ამჟამად ვანდერბილტის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი და სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ატომური სპექტროსკოპიის ლაბორატორიის მეცნიერია. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 https://www.theglobeandmail.com/canada/article-scientist-charlotte-froese-fischer-was-considered-canadas-first-lady/
  2. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  3. 3.0 3.1 https://engineering.vanderbilt.edu/bio/charlotte-fischer
  4. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  5. Mathematics Genealogy Project — 1997.
  6. {{{სათაური}}}, ISBN 978-0920643044.
  7. Froese Fischer, C.; Tachiev, G.; Irimia, A. (2006). Relativistic energy levels, lifetimes, and transition probablilities of the sodium-like to argon-like sequences. Atomic Data and Nuclear Data Tables 92: 607—812. Bibcode:2006ADNDT..92..607F. doi: 10.1016/j.adt.2006.03.001.Froese Fischer, C.; Tachiev, G.; Irimia, A. (2006), "Relativistic energy levels, lifetimes, and transition probablilities of the sodium-like to argon-like sequences", Atomic Data and Nuclear Data Tables 92: 607–812, .
  8. Patrick Fischer, 1935—2011: Professor was targeted by the Unabomber. Los Angeles Times. September 3, 2011."Patrick Fischer, 1935–2011: Professor was targeted by the Unabomber", Los Angeles Times.