შარახევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარახევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შარახევში, მდინარე შარახევის მარჯვენა ნაპირზე. ნასოფლარ ევედრეულების ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოქცეულია კამარა, დანგრეულია კონქისა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე. თაღოვანი სარკმელია, მის სამხრეთით - ღრმა სწორკუთხა ნიში, შემორჩენილია კონქის თაღის სამხრეთის ქუსლი, რომელიც შირიმის მარტივი პროფილის იმპოსტს ეყრდნობა. ეკლესია შიგნით და გარედან შელესილია. ნანგრევებში შერეულია გვერდებაკეცილი ბრტყელი კრამიტის ნატეხები. ეკლესიასთან ახლოს სამაროვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]