შამსედინ ორუჯოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შამსედინ ორუჯოვი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1950,
ჯავად,საბირაბადის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ , სსრკ
გარდაცვალების თარიღი 23 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

შამსედინ ორუჯოვი (აზერ. Şəmsəddin Orucov, სრული სახელი: Şəmsəddin Əbilhəsən oğlu Orucov; დ. 2 აგვისტო, 1950, ჯავადი, საბირაბადის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ , სსრკ — გ. 23 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) – შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1950 წლის 2 აგვისტოს საბირაბადის რაიონის სოფელ ჯავადში. საშუალო სკოლაში სწავლობდა ალიბაირამლის რაიონის სოფელ გაზიმამადში. 1961 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა ნეფთჩალაში და სწავლა განაგრძო ქალაქის შვიდწლიან სკოლა-ინტერნატში.[2] 1968 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, დაამთავრა 1973 წელს და მიიღო ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ინჟინრად სუმგაითში, შემდეგ კი ბაქოში ტრიკოტაჟის ქარხანაში. ბოლო სამუშაო ადგილი იყო ბაქოს სპორტული საქონლის ქარხანა.[3]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 იანვარს, დაახლოებით, 14:00-14:20 საათზე, დაიღუპა ჯარისკაცების მიერ მისი სახლის ფანჯრის მიმართულებით გასროლილი ტყვიით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17 (აზერბაიჯანული)
  2. 20 Yanvar şəhidləri.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-09. ციტირების თარიღი: 2011-05-25
  3. Qara Yanvar şəhidləri. ციტირების თარიღი: 2015-07-17