შალვა კირთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა კირთაძე
დაბ. თარიღი 20 აპრილი, 1968 (1968-04-20) (56 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
მუშაობის ადგილი აწსუ
ალმა-მატერი თსუ

შალვა კირთაძე (დ. 20 აპრილი, 1968, ქუთაისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) რექტორი 2023 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986-93 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. 2001-2005 წლებში — ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1995-1997 წლებში საერო ინსტიტუტ „გელათის“ მოსამზადებელი ფაკულტეტის დეკანია. 2001 წლიდან ქუთაისის სამართლის და ეკონომიკის უნივერსიტეტის მასწავლებელი. 1999-2010 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი. 2005 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 2006 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია. 2014 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010-2022 წლებში იყო აწსუ-ს რექტორის მოადგილე, 2023 წლის 22 თებერვლიდან კი — რექტორი.

მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]