შალვა ბაკურაძე
შალვა ბაკურაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 დეკემბერი, 1973 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | სოხუმი |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საიტი | book.gov.ge/en/author/bakuradze-shalva-/128 |
შალვა ბაკურაძე (დ. 17 დეკემბერი, 1973, სოხუმი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შალვა ბაკურაძე დაიბადა სოხუმში. მამა — გოდერძი ბაკურაძე, დედა — ცისანა მიქიაშვილი იბრძოდა აფხაზეთის ომში და საკუთარ თავზე გამოსცადა 1992-1993 წლების ომის სიმძიმე და ტრაგედია.
1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალიზაციით. მოგვიანებით სწავლობდა საქართველოს კულტურის ინსტიტუტში.
მუშაობდა რადიოში მუსიკალურ წამყვანად.
1990 წლიდან მისი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ „რიწასა“ და გაზეთ „ოქროს საწმისში“. ამის შემდეგ კი თითქმის ყველა ქართულ ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდება.
შალვა ბაკურაძის პოეზია თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, სლოვაკურ და სხვა ენებზე.
ცხოვრობს თბილიში. მუშაობს სტუდია „გეოსკოპში“, სადაც ამზადებს ნიადაგებს მცენარეებისთვის.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წერილი ნინოს (ლექსები), თბილისი, მერანი, 2003 – ISBN 99928–949–6–2
- კეთილი ადამიანები (ლექსები), თბილისი, მერანი, 2000 – ISBN 99928–16–66–X
- დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი[1] (ლექსები), თბილისი, საუნჯე, 2013 - ISBN 9789941451201
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრის პორტალი: book.gov.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა თბ.,2021 გვ.43
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შალვა ბაკურაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბაკურაძე შალვა — ბიბლიოვიკი
- შალვა ბაკურაძე — ლექსები, პოემები — Poetry.ge
- მინდია ცეცხლაძე — გამოუთქმადობასთან დაკავშირებული კონცეპტები შალვა ბაკურაძის პოეზიაში
- დიოტიმა (ნინო დარბაისელი სტრონი) — არამედ რაღაც სხვა (შალვა ბაკურაძის ქმრების საკითხავის ინტერპრეტაციის ცდა)
- ოქორს ფონდი — ბაკურაძე შალვა