შავი მთის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი მთის ბრძოლა
პირენეების ომის ნაწილი ნაწილი

გენერალ დუგომიერის სიკვდილი შავი მთის ბრძოლაში, დახატული 1834–1837 წლებში.
თარიღი 17-20 ნოემბერი, 1794
მდებარეობა კაპმანი, კატალონია, ესპანეთი
შედეგი ფრანგების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ესპანეთის დროშაესპანეთი
პორტუგალიის სამეფო
მეთაურები
ჟაკ ფრანსუა დუგომიე 
კატარინ-დომინიკ პერინიონი
ესპანეთის დროშალუი კარვახალი 
ესპანეთის დროშაჯერომ მოქტეზუმა
ჯონ ფორბსი
ძალები
25,000[1] 50,000 [1]
დანაკარგები
3,000 დაღუპული ან დაჭრილი[1] 10,000 დაღუპული ან დაჭრილი[1]
8,000 ტყვედ ჩავარდნილი
შავი მთის ბრძოლა ვიკისაწყობში

შავი მთის ბრძოლა — ბრძოლა გაიმართა 1794 წლის 17-20 ნოემბერს საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის არმიასა და ესპანეთ-პორტუგალიის სამეფოების მოკავშირე ჯარებს შორის. ფრანგებმა ჟაკ ფრანსუა დუგომიეს მეთაურობით დაამარცხეს მოკავშირეები, რომლებსაც მეთაურობდა ლუის ფირმინ დე კარვახალი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურმა მარჯვენა ფლანგმა ბრძოლა საკმაოდ კარგად წარმართა, მარცხენა ფლანგმა პირველივე დღეს უკან დაიხია. ბრძოლის ბოლო დღეს ფრანგებმა გადალახეს საკვანძო პოზიცია და გაანადგურეს ესპანეთის არმია. ბრძოლა გამორჩეული იყო იმით, რომ ორივე ჯარის მეთაური დაიღუპა. ესპანურმა საარტილერიო ჭურვმა მოკლა დუგომიე ბრძოლის დასაწყისში და დომინიკ ეკატერინე დე პერინიონიმ საკუთარ თავზე აიღო საფრანგეთის არმიის მეთაურობა. დე ლა იუნიონი დახვრიტეს, როდესაც ხელმძღვანელობდა კავალერიის ერთ-ერთ თავდასხმას, ბრძოლის ბოლო დღეს და მისი ადგილი დროებით დაიკავა ჯერონიმო ჟირონ-მოქტეზუმა. საფრანგეთის გამარჯვებას მოჰყვა ფიგერესის დაპყრობა და ვარდების ალყა (როსასი), კატალონიის პორტი.

წინა მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1793 წელს ესპანეთის არმიამ გაიმარჯვა ბელეგარდის ალყაში და ტრუიასის ბრძოლაში. ამ ბრძოლებმა და სხვა მოქმედებებმა გამოიწვია ესპანეთის ძალების რაოდენობის საგრძნობლას გაზრდა რუსილიონში, ადგილი სადაც საფრანგეთი ესაზღვრება ესპანეთს, ხმელთაშუა ზღვასთან. 1794 წლის 16 იანვარში დივიზიის გენერალმა ჟაკ ფრანსუა დუგომიემ აიღო მეთაურობა აღმოსავლეთ პირენეების არმიაზე. ტულონის ალყაში გამარჯვებულმა დაუყონებლივ მოახდინა არმიის რეორგანიზაცია, მოახდინა მთლიანი ჯარის მობილიზება, რათა მას ნებისმიერ მომენტში შეძლებოდა შეტევის განხორციელება. ახალმა გენერალმა დაიწყო რესურსების შეგროვება, იარაღის ქარხნების დაარსება, საავადმყოფოების კეთილმოწყობა და გზების გაუმჯობესება. აპრილისთვის საველე არმია 28000 ჯარისკაცს ითვლიდა. მათ მხარს უჭერდა 20000 კაციანი გარნიზონის ჯარი და 9000 ახალგაზრდა მოხალისე.[2]

დაიწყო არმიის ქვეით დივიზიებად ფორმირება, დივიზიის გენერლების კატარინ-დომინიკ პერინიონის, პიერ ფრანსუა საურეს და პიერ ოჟეროს ქვეით დივიზიებად, ჯარს ასევე ყავდა კავალერიის რეზერვი დივიზიის გენერალ ანდრე დე ლა ბარის მეთაურობით, დუგომიემ შეტევა დაიწყო 1794 წლის აპრილის ბოლოს. საფრანგეთის გამარჯვება 1 მაისს ბულუს ბრძოლამ გამოიწვია ესპანეთის არმიის უკან დახევა, პირენეების სამხრეთით. კოლიურის დაბრუნება მოხდა 29 მაისს.[3][4] პერინიონმა მოიგო ბრძოლა ლა ჯუნკერაში 7 ივნისს, რომელშიც ლა ბარი დაიღუპა. ოჟერომ მოიგერია ესპანეთის შეტევა 13 აგვისტოს სან-ლორენცო დე ლა მუგას ბრძოლაში. ფორტ დე ბელეგარდის ხანგრძლივი ალყა დასრულდა 17 სექტემბერს ესპანეთის კაპიტულაციით.[5]

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი შეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუგომიემ თავისი დივიზიები წინა პოზიციებზე გაგზავნა 1794 წლის 16 ნოემბრის ღამეს. ოჟერო წინ მიიწევდა მარჯვენა ფლანგისკენ, ხოლო პერინიონი ცენტრში, რომელსაც მხარს უჭერდა ბრიგადის გენერალ ჩარლზ დუგუას კავალერიის რეზერვი. საურეტმა და ბრიგადის გენერალმა კლოდ-ვიქტორ პერენმა განახორციელეს შეტევები მარცხენა ფლანგზე.[6] ოჟეროს თავდასხმა სანტ-ლორენს დე ლა მუგაზე და ტერადესში ქვემეხების სამსხმელო ქარხანაზე წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც დე კორტენი იძულებელი გახდა გაეყვანა თავისი ესპანური და ფრანგული ჯარები ლერში. ცენტრში პერინიონისა და მარცხნივ საურეტის შეტევები ჩაიშალა კაპმანის ტერიტორიიდან ესპანეთის ინტენსიური საარტილერიო თავდასხმის გამო. ესპანეთის კავალერიამ და ქვეითმა ჯარმა ფრანგი გრაფი გენტის მეთაურობით, გაარღვია საურეს ხაზი კანტალოპსამდე, მაგრამ უკან დაიხიეს, მათ შენიშნეს ფრანგული დამხმარე ძალა, რომლებიც აღმოსავლეთიდან, ბანიულის უღელტეხილიდან მოდიოდა.[7] 18 ნოემბრის დილით, დუგომიე, მისიის წარმომადგენელი პიერ დელბრელი და შტაბის ოფიცრები მონტროიგის მწვერვალიდან უყურებდნენ ბრძოლას. დაახლოებით დილის 7:300-ზე, საარტილერიო ჭურვი აფეთქდა და მისმა ფრაგმენტმა იქვე მყოფ მეთაურ გენერლს მკლავი მოსწყვიტა, რის შემდეგაც იგი დაიღუპა.[8]

საბოლოო შეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერინიონმა შეაჩერა შეტევა. 18 და 19 ნოემბერს საფრანგეთის ომის საბჭო შეიკრიბა ლა ჯუნკერას შტაბ-ბინაში. არმიის რეორგანიზაციის შემდეგ, პერინიონმა გადაწყვიტა შეტევა განეხორციელებინა ჩრდილო-დასავლეთიდან, მონტროიგიდან ბიურამდე, მიმავალი ხეობის გასწვრივ. შეტევა დაიწყო 20 ნოემბერს, გამთენიისას და გაარღვია ესპანეთის პირველი და მეორე ხაზები. ფრანგულმა ჯარებმა მალევე დაიწყეს თავდასხმა სანტა-მარია-დელ-როურის მონასტერზე, 25-იარაღიან რედუტზე, რომელიც მდებარეობდა პონტ დე მოლინიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრში.[7] ბრიგადის გენერლის ლუი ანდრე ბონის ჯარისკაცები მიუახლოვდნენ მუგას ხეობას. გენერლებმა გასპარ კაგივალმა და დიეგო გოდოიმ (მანუელ გოდოის ძმა) ძლიერი ცეცხლი გახსნეს, რამაც ფრანგების ჯარი დაყო რამდენიმე მცირე ჯგუფად. მიუხედავად ამისა, ისინი შეუერთდნენ ბრიგადის გენერალ ფრანსუა გიოს ბრიგადას და სამი საათის განმავლობაში განაგრძობდნენ თავდასხმას.[9] ბრძოლა ესპანელების წინააღმდეგ წარიმართა და პოზიცია საბოლოოდ დაეცა დაახლოებით საღამოს 3:00 საათზე შემოვლითი მანევრის მეშვეობით.[7]

დე კორტენმა და გენერალმა დომინგო იზკიერდომ გადაიყვანეს მარცხენა ფრთა სამხრეთით ბასკარაში, რიო ფლუვიას უკან, რომელსაც ვერდიე მისდევდა. იზოლირებულმა 2000 ჯარისკაცმა უკან დაიხიეს ლერსიდან ფიგერესში, სადაც შეუერთდა ბრიგადის გენერალ ხოსე ანდრეს ლოპეს ვალდესის 7000 კაციან გარნიზონს სან ფერნანდოს ციხესიმაგრეში. ასევე ციხეს აფარებდნენ თავს ბრძოლის ველზე დაჭრილი მეომრები. დე ლას ამარილასმა საკუთარ თავზე აიღო კატალონიის დასუსტებული არმიის მეთაურობა და გაემართა ჟირონასკენ.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ostermann, Georges. "Pérignon: The Unknown Marshal". Chandler, David, ed. Napoleon's Marshals. New York: Macmillan, 1987. ISBN 0-02-905930-5
  • Smith, Digby. The Napoleonic Wars Data Book. London: Greenhill, 1998. ISBN 1-85367-276-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Smith, p 96
  2. Ostermann-Chandler, p 406
  3. Ostermann-Chandler, p 407.
  4. Smith, p 81. Smith gives 26 August as the date of Collioure's surrender.
  5. Ostermann-Chandler, pp. 407–408
  6. Ostermann-Chandler, p 408
  7. 7.0 7.1 7.2 Catalan Wikipedia Batalla del Roure
  8. Prats, Mort de Dugommier
  9. 9.0 9.1 Prats, Del Roure