შავი მასა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შავი მასა“
ჟანრი დეტექტივი დრამა
რეჟისორი სკოტ კუპერი
პროდიუსერი სკოტ კუპერი, პატრიკ მაკორმიკი, ბრაიან ოლივერი, ტაილერ ტომპსონი
სცენარის ავტორი ჯეზ ბეტერუორტი, მარკ მელოუკი
როლებში ჯონი დეპი ჯოელ ედგერტონი
კომპოზიტორი ტომ ხონკელბორგი
ოპერატორი მასანობუ ტაკაიანაგი
გამოსვლის თარიღი 2015
ხანგრძლივობა 122 წუთი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ბიუჯეტი 53 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 99.8 მილიონი აშშ დოლარი[1]

„შავი მასა“ (ინგლ. Black Mass) — კრიმინალური დრამა. რეჟისორი სკოტ კუპერსი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯონი დეპი და ჯოელ ედგერტონი.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, სიუჟეტის ცენტრში უაიტი ბალჯერის ცხოვრების ისტორიაა — უპრინციპო და დაუნდობელი ყაჩაღის, რომელმაც შეძლო დიდი ხნის მანძილზე პოლიციის მოტყუება და მათთან თანამშრომლობა (ამგვარად დიდი ხნის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო), ასევე გფბ-ს აგენტების, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ მისი დაჭერა. სცენარი დაფუძნებულია დიკა ლერის და ჯერარდ ო'ნილას წიგნზე — „Black Mass: The True Story of an Unholy Alliance Between the FBI and the Irish Mob“, გამოშვებული 2001 წელს.

2014 წლის 30 ივნისს კომპანია Warner Bros. გამოაქვეყნა ფილმის გამოშვების თარიღი — 18 სექტემბერი 2015 წელი. 2015 წლის 23 აპრილს გამოშვებული იქნა სადებიუტო თრილერი[2]. მსოფლიო პრემიერა ჩატარდა 4 სექტემბერს 2015 წელს ვენეციური კინოფესტივალის ფარგლებში[3].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უაიტი ბალჯერი — ბოსტონის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ყაჩაღი, კრიმინალური ორგანიზაციის Winter Hill-ის ლიდერი და ადგილობრივი სენატორის ძმა. სერიული მკვლელობების შემდეგ იგი გარიგებას დებს და გფბ-ს ინფორმატორი ხდება. 20 წლის განმავლობაში ბიუროზე მუშაობს, იმისათვის, რომ ააგროვოს კომპრომატები მის ტერიტორიაზე შიარაღებულ მაფიოზურ კლანზე.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონი დეპი — უაიტი ბალჯერი
  • ჯოელ ედგერტონი — ჯონ კონოლი
  • ჯესი პლემონსი — კევინ უიკს
  • ბენედიკტ კამბერბეტჩი — ვილიამ „ბილი“ ბალჯერი[4][5]
  • კევინ ბეიკონი — ჩარლი მაკგუაიერი
  • დაკოტა ჯონსონი — ლინდსი საიერი
  • დევიდ ჰარბორი — ჯონ მორისი
  • რორი კოკრეინი — სტეფენ გლიმი
  • ჯულიანა ნიკოლსონი — მერიენ კონოლი
  • ჯეიმზ რუსო — სკოთ გარიოლა
  • ადამ სკოტი — რობერტ ფიცპატრიკი[6]
  • ჯერემი სთრონგი — ჯოშ ბონდი
  • ბრედ კარტერი — ჯონ მაკაინტერი
  • წილიამ ერლ ბრაუნი — ჯონი მარტორანო
  • ჯუნო ტემპელი — დებორა ჰასი
  • კორი სტოლი — ფრედ უაიშეკ
  • პითერ სარსგაარდი — ბრაიან ჰელორიანი[7]
  • ერიკა მაკდერმორტ — მერი ბალჯერი
  • სიენა მილერი — კეტრინ გრეიგი (სცენები ამოჭრილია)[8]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ფილმის რეჟისორად დანიშნული იყო ბარი ლევინსონი, რომლის სცენარზე მუშაობის პროცესის დროს პროექტიდან წავიდა ჯონი დეპი.[9] ამის შემდეგ სცენარი გადაეცა მარკ მეოუკს და ჯეზ ბატერუორტუს, რომლებმაც საფუძვლად აიღეს „Black Mass: The True Story of an Unholy Alliance Between the FBI and the Irish Mob“. ფილმა ახალი სახელწოდება მიიღო — „Black Mass“, რეჟისორის სკამზე დაჯდა სკოტ კუპერი, ცნობილი ჩანახატებით ფილმებისთვის „გადარეული გული“ და „ჯოჯოხეთიდან“, ხოლო დეპი დაბრუნდა პროექტში[10][11][12].

2014 წლის 27 თებერვალს კომპანიამ Warner Bros. შეისყიდა უფლებები საერთაშორისო სადისტრიბუციო ფირზე, ასევე ჩადო ინვესტიცია კინოკომპანია Cross Cree-სთან გადაღებების დაფინანსებაში[13]. 2014 წლის 22 მაისს დაიდო ინფორმაცია, რომ გაია პირსის მაგივრად როლს ვილიამ „ბილლი“ ბალდჯერი — მთავარი გმირის ძმა, შეასრულებს ბენედიქთ კამბერბეტჩი. 10 ივნისს გამოქვეყნებული იყო, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს ჯერემი სთრონგი[14]. 14 ივნისს ჯეიმზ რუსო შეუერტდა ფილმის სამსახიობო კოლექტივს, მას სკოტ გარიოლის როლი გადაეცა — გფბ სააგენტოს თანამშრომელი[15]. 26 ივნისს კევინ ბეიკონმა მოაწერა კონტრაქტს ხელი როლზე ჩარლი მაკგუაიერი, გფბ-ს სპეციალური აგენტი ორგანიზაციის ბოსტონის განყოფილებაში, და პარალელურად ჯონ კონოლის ბოსსი[16]. 1 ივნისს მათ დევიდ ხარბონი შეუერთდა, იგი თამაშობდა ჯონ მორისის როლს — კორუმპირებული აგენტი გფბ, ჯონ კონოლის პარტნიორი[17].

გადაღებების პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტაჟის დროს ფილმიდან ამოღებული იყო ყველა მომენტი სეინ მილერის მონაწილეობით. კუპერის სიტყვების მიხედვით, ფირზის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა ყურადღება მთავარი გმირის უფრო ადრეული წლებისთვის მიექცია, რადგან მისი მოგვიანებითი პერიოდი მეგობართან კეტრინ გრეიგ (სიენ მილერი) — ნაკლებად დრამატიულია. დამდგმელმა აღნიშნა, რომ მსახიობმა ფანტასტიკურად შეასრულა საკუთარი სამუშაო, მაგრამ მისი გმირი საბოლოო სიუჟეტში არ ჩაჯდა[18]

აღქმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიტზე Rotten Tomatoes ფილმს აქვს რეიტინგი 75 % 200 რეცენზიაზე დაფუძნებით[19]. საიტზე Metacritic ფილმა მიიღო 68 ქულა 100-დან 41-ზე დაფუძნებით კრიტიკაა[20].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Чёрная месса“Box Office Mojo-ზე
  2. McNary, Dave (30 June 2014). „Johnny Depp’s Whitey Bulger Movie Set for Sept. 18, 2015“. variety.com. ციტირების თარიღი: 1 July 2014.
  3. Nick Vivarelli.. (2015-09-04) Johnny Depp Holds Court as ‘Black Mass’ Lights Up Venice Film Festival. Variety.
  4. «Benedict Cumberbatch to Take On Bulger Role in Black Mass», Boston.com; accessed December 8, 2014.
  5. «Benedict Cumberbatch Replaces Guy Pearce in Johnny Depp’s Whitey Bulger Movie», Variety.com; accessed December 8, 2014.
  6. «Adam Scott Joins Johnny Depp in 'Black Mass' (Exclusive)», HollywoodReporter.com; accessed December 8, 2014.
  7. «Peter Sarsgaard joins Black Mass as a favor», IGN.com; accessed December 8, 2014.
  8. Filming Starts on Untitled Whitey Bulger Film, Starring Johnny Depp — Latino-Review.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-22. ციტირების თარიღი: 2016-08-31.
  9. Rottenberg, Josh (February 22, 2013). „Hollywood Insider: What's Going on Behind the Scenes: Boston's Bulger is Now Hollywood's It Gangster“. Entertainment Weekly. New York: Time Inc.: 27.
  10. Cappadona, Bryanna. (June 20, 2013) Who Should Play Whitey Bulger in Black Mass?. Boston. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 17, 2016. ციტირების თარიღი: September 1, 2013.
  11. Fleming Jr, Mike (14 January 2014). „‘Out Of The Furnace’ Helmer Scott Cooper In Talks For ‘Black Mass;’ Johnny Depp Talks To Play Whitey Bulger Reignite“. deadline.com. ციტირების თარიღი: 28 February 2014.
  12. Франкенштейн, «Рокки 7» и ещё три блокбастера на будущее
  13. Fleming Jr, Mike (27 February 2014). „Warner Bros Finds Johnny Depp As Mobster Whitey Bulger An Offer It Can’t Refuse“. deadline.com. ციტირების თარიღი: 28 February 2014.
  14. Yamato, Jen. „Jeremy Strong Joins ‘Selma,’ ‘Black Mass,’ ‘Time Out Of Mind’“.
  15. Sneider, Jeff. „James Russo Will Slap the Cuffs on Johnny Depp's Whitey Bulger in ‘Black Mass’“. thewrap.com. ციტირების თარიღი: 16 June 2014.
  16. Yamato, Jen (26 June 2014). „Kevin Bacon Joins ‘Black Mass’“. deadline.com. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  17. „David Harbour Adds To ‘Black Mass’“. deadline.com. July 1, 2014. ციტირების თარიღი: July 2, 2014.
  18. Из «Черной мессы» с Джонни Деппом вырезали сцены Сиенны Миллер. Lenta.ru.
  19. Black Mass (2015). ციტირების თარიღი: October 16, 2015.
  20. Black Mass reviews. ციტირების თარიღი: October 3, 2015.