შავი ავსტრალორპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ავსტრალორპი — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია ავსტრალიაში ინგლისური შავი ორპინგტონის საფუძველზე. შეფერილია შავად, დასდევს მუქი მწვანე ელფერი. მამლის ცოცხალი მასაა 3,5–3,9 კგ, დედლისა 2,5–2,9 კგ. კვერცხმდებლობა 150–180 კვერცხი წელიწადში. კვერცხის მასა 55–62 ; ნაჭუჭი ყავისფერია. ჯიში ძირითადად ავსტრალიასა და აშშ-შია გავრცელებული. სსრკ-ში (რსფსრ) პირველად 1946 წელს შეიყვანეს. გამოიყენება შეჯვარებებში მაღალი კვერცხმდებლობის ჰიბრიდული კვერცხისმდებელი ქათმების გაუმჯობესების მიზნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]