ორპინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩალისფერი ორპინგტონი (მამალი)

ორპინგტონი (ინგლ. Orpington) — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში (ქ. ორპინგტონი, კენტის საგრაფო, ამჟამად ლონდონის ფარგლებში) XIX საუკუნეში. ცნობილია სხვადასხვა შეფერილობის 11 სახესხვაობა. ორპინგტონის ტანი მასიურია, დაბლა ჩასხმული, კუბისებრი ფორმის. აქვს მცირე ზომის თავი, საშუალო სიგრძის ფურცლისებრი ბიბილოთი; ყურის ბიბილოები წითელია, თვალები წითელი ან ნარინჯისფერი. შებუმბვლა უხვი და ფაშარია. მამლის ცოცხალი მასაა 4,0–4,5 კგ, დედლისა — 3,0–3,5 კგ. კვერცხმდებლობა 130–160 ცალი წელიწადში; თითოეული იწონის 58–63 (ნაჭუჭი ყვითელ-კრემისფერია). სიცოცხლისუნარიანობა დამაკმაყოფილებელია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]