შავთარა
იერსახე
| შავთარა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Fumaria officinalis L. | ||||||||||||||
| ||||||||||||||
შავთარა (ლათ. Fumaria officinalis) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე. სიმაღლე 15-20 სმ. დატოტვილი, ფოთლები 3–4 ნაწილად არის დაყოფილი ვიწროხაზურ ნაკვთებად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი მოვარდისფრო — იისფერია, უფრო მუქი ტუჩით. იზრდება ქვიან ადგილებში, ნათესებში, მინდვრებსა და ყამირებზე. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას და ციმბირს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყვავილი
- ფოთლები
- თესლები
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 586.