ყაყაჩოსებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაყაჩოსებრნი
Papaver rhoeas
Papaver rhoeas
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ყაყაჩოსებრნი
ლათინური სახელი
Papaveraceae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ყაყაჩოსებრნი (ლათ. Papaveraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმეტესად მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან პატარა ხეებია. ცნობილია 25-მდე გვარი (450 სახეობა); გავრცელებულია ძირითადად ჩრდ. ნახევარსფეროში, ზომიერ ან სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 5 გვარი, ქრისტესისხლა, გლაუციუმი, როემერია, არგემონე, ყაყაჩო. ყაყაჩოსებრთა ოჯახს ზოგჯერ შავთარას და ბუჩქისძირას გვარებს აკუთვნებდნენ; ჰიპეკოუმის გვარს კი ცალკე ოჯახად (Hypecoaceae) გამოყოფენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]