ყორნისის ჯიოევების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორნისის ჯიოევების კოშკი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. მდებარეობს მდ. ტილიანის მარცხენა ნაპირზე. ჯიოევების კარ-მიდამოში.

ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვა. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. პირველი სართულის სამხრეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია. კარს გვიანდელი შეკეთების კვალი ეტყობა. ასეთივე შესასვლელია ამავე კედლის მეორე სართულზე. დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში მოწყობილია სათოფურები. მესამე სართულის დასავლეთ კედელში დიდი ზომის სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ოთხივე კედელში სათოფურებია. მეოთხე სართულის მცირე ნაწილია შემორჩენილი. კედლებზე ჩანს სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. კოშკი შიგნიდან შელესილია. ალაგ-ალაგ ჩასხმულია ბეტონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004