ყორნისის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყორნისის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელი და ნიშაა. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა.

ეკლესია დაზიანებულია, კედლები დეფორმირებული. სამხრეთი კედელი თითქმის დანგრეულია, აღმოსავლეთი კი გარღვეული; კამარა ჩამოქცეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004