ყორნისის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორნისის სამების ეკლესიაარქიტექტურის ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. მდებარეობს მდ. ტილიანის მარცხენა ნაპირზე.

დარბაზული ეკლესია ნაგებია როგორც ფლეთილი, ისე რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვის კვადრები. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი, ხოლო სამხრეთით — ორი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით.

ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ კედელში შემორჩენილია საკმაოდ დაზიანებული სარკმლის ღიობი. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთი კარი ნაოთხალია. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. შესასვლელები დაზიანებულია. კედლები დაბზარულია. ინტერიერში ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004