ყიზლარის კონიაკის ქარხანა
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დაფუძნდა | 1995 წელს |
დამაარსებელი | დავით სარაჯიშვილი |
პროდუქცია | ალკოჰოლური სასმელი |
შემოსავალი | 2,4 მილიარდი რუბლი (2013) |
მთლიანი შემოსავალი | 268,447,000 რუსული რუბლი (2018) |
სუფთა მოგება | 5,750,292,000 რუსული რუბლი (2018) |
საიტი | http://www.kizlyar-cognac.ru/ |
ყიზლარის კონიაკის ქარხანა (რუსულად: Кизлярский коньячный завод) — ალკოჰოლური სასმელების რუსული კომპანია, რომელიც მდებარეობს ყიზლარში, დაღესტანში. ეს არის რუსული კონიაკის მწარმოებლებიდან ერთ- ერთი უდიდესი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მევენახეობა და მეღვინეობა მე -18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყიზლარის ეკონომიკის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს.[2] 1884 წლის ხილისა და ღვინის წარმოებამ ხელი შეუწყო კონიაკის სამრეწველო წარმოებას ყიზლარში.[3]
1880-იან წლებში ქართველმა ბიზნესმენმა დავით სარაჯიშვილმა დაიწყო ალკოჰოლური სასმელების წარმოება ყიზლარში. ის იყო პირველი რუსეთის იმპერიაში, ვინც კონიაკი აწარმოა ყურძნის არაყისგან, რომელიც მოგვიანების მუხის კასრებში ინახავდა. პირველად წარმოებული პროდუქტიდან 236 შეკვრა ყურძნის არაყი მოსკოვში გაიგზავნა 1885 წელს. 1889 წელს სარაჯიშვილმა ოფიციალურად დაიწყო კონიაკის წარმოება ყიზლარში. 1885 წელი რუსეთში კონიაკის ინდუსტრიის წარმოების წლად ითვლება.[4]
საბჭოთა კავშირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონიაკის წარმოებას საბჭოთა მთავრობამ ნება დართო 1924 წელს, ყიზლარის კონიაკის სრული წარმოება კი- მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე არ აღდგენილა. 1942 წელს გერმანელების შეტევის თავიდან ასაცილებლად ქარხალა სომხეთში გადაიტანეს. ყველაზე დიდი რაოდენობით კონიაკით ამ პერიოდში თბილისის კონიაკის ქარხანა მარაგდებოდა.
ქარხანა ყიზლარში 1947 წელს დაბრუნდა. აღდგენა გაგრძელდა 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე, 1955 წელს კონიაკის ახალი პარტიის დამზადება დაიწყო, რაც 6-7 წლის არყისგან მზადდებოდა. ქარხნების და თანამშრომლების განსახლების რეკონსტრუქცია და გაფართოება მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 1960 წლამდე გაგრძელდა.
საბჭოთა პერიოდში ქარხანაში წარმოებული ძლიერი ალკოჰოლის ნახევარი გადიოდა ექსპორტზე, ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ქარხანა აწარმოებდა ყურძნის წვენს ალკოჰოლის ნაცვლად, აკრძალვის პერიოდში, 1985 წლიდან. ქარხანამ ასევე მოითხოვა ახალი მომწოდებლები 1985 წელს ყიზლიარისა და ტარუმოვსკის რაიონის ვენახების დახურვის გამო.
რუსეთის ფედერაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს ქარხანა გახდა საიჯარო კომპანია ,,დაგვინო". ნედლეულის დეფიციტის გამო კომპანიამ ყურძნის ყიდვა დაიწყო ესპანეთში, ან მოსავლის აღების წლებში, კრასნოდარისა და სტავროპოლის რეგიონებში. 1998 წელს ქარხანამ მიიღო ფრანგული სერთიფიკატი, რომლის თანახმად, მისი პროდუქციას ,,კონიაკი" ეწოდა.
1998 წელს, ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტის დროს, ქარხნის დირექტორი ვლადიმერ გრიგორიანცი და მისი მეუღლე გაიტაცეს და რვა თვის განმავლობაში ჩეჩნეთში ტყვეობაში იყვნენ. [5]
2008 წელს ევგენი დრუჟინინი გახდა ქარხნის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიამ განახორციელა საკუთარი ხარჯებით მოდერნიზაცია და გაზარდა წარმოების მოცულობები, რის შედეგადაც გახდა დაღესტნის ბიუჯეტის ძირითადი წყარო. ასევე 2008 წელს ქარხანამ აღადგინა კრემლის მომწოდებელთა გილდიის სტატუსი.
2014 წლის 28 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, ყიზლარის კონიაკის ქარხანა გადაეცა ფედერალურ საკუთრებაში და გახდა ალკოჰოლის ბაზრის რეგულირების ფედერალური სამსახურის საგანი.
2015 წლის ზაფხულში ქარხნის ხელმძღვანელობამ შექმნა კონიაკის მწარმოებელთა კავშირი, რომელიც მოიცავდა მოსკოვის ღვინისა და კონიაკის ქარხანას და კონიაკისა და ღვინის ალიანსს.
2015 წლის 1 სექტემბერს კომპანია გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Крупнейшие производители коньяка в России". Kommersant (in Russian). 2012-03-21. Retrieved 2018-10-11.
- ↑ Кажлаев Али Нажмутдинович (1971). Возникновение и экономическое развитие городов Дагестанской АССР. Махачкала: Дагестанское книжное издательство. p. 269.
- ↑ Дроздова Раиса Александровна (2010). "РАЗВИТИЕ ВИНОГРАДАРСТВА И ВИНОДЕЛИЯ НА КИЗЛЯРЩИНЕ В XVIII—XIX вв" (in Russian). Retrieved 2018-10-11.
- ↑ Лысенко Ю.М. (2001)."Из истории промышленных предприятий Кизляра" დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine. (Наука и молодежь: сборник статей ed.). Махачкала.
- ↑ Фатуллаев Милрад (2001). "Кизлярскому коньячному заводу объявлена тотальная война" (regions.ng.ru ed.).
- ↑ "Росалкогольрегулирование предлагает акционировать Кизлярский коньячный завод в 2015 году" (in Russian). TASS. 2015-05-18. Retrieved 2018-10-11.