შინაარსზე გადასვლა

ყანიშ სათფაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყანიშ სათფაევი
დაბ. თარიღი 31 მარტი (12 აპრილი), 1899
დაბ. ადგილი Qarashi
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 1964(1964-01-31) (64 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია Central Cemetery (Almaty)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და სამეცნიერო მუშაკი
მუშაობის ადგილი ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემია[1] და ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემია[2]
ალმა-მატერი ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Q25530957?
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი Khanisa Satpayeva
ჯილდოები სტალინური პრემია[3] , ლენინის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და Honored Scientist of the Kazakh SSR

ყანიშ იმანთაის ძე სათფაევი (ყაზახ. Қаныш Имантайұлы Сәтбаев; რუს. Каны́ш Иманта́евич Сатпа́ев; დ. 12 აპრილი [ ძვ. სტ. 31 მარტი], 1899, ყოფ. აკელის თემის აული ახლანდელი პავლოდარის ოლქში — გ. 31 იანვარი, 1964, მოსკოვი) — ყაზახი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სკკპ წევრი 1944 წლიდან. საბჭოთა მეტალოგენიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1926 წელს დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1941–1964 წლებში იყო ახლანდელი ყაზახეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ახლა ეს ინსტიტუტი სათფაევის სახელს ატარებს), 1942 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყაზახეთის ფილიალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1946–1952 და 1955–1964 — ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სათფაევის შრომები ძირითადად ეხება ყაზახეთის წიაღისეულის პროგნოზირების პრობლემებს. სათფაევი იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს II, III, V და VI მოწვევის დეპუტატი. ლენინური (1958) და სსრკ სახელმწიფო (1942) პრემიები.

დაჯილდოებულია 4 ლენინის ორდენით, სამამულო ომის 2 ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. სათფაევის სახელი ეწოდა მინერალს სათფაევიტი. დაკრძალულია ალმა-ათაში.

2014 წელს ყაზახეთის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს ყანიშ სათფაევის სახელი მიენიჭა. 2017 წელს უნივერსიტეტის რებრენდინგი განხორციელდა და იგი სათფაევის უნივერსიტეტის სახელით არის ცნობილი.[4]

  • Избр. труды, т. 1-5, А.-А., 1967-70.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.  გვ. 660.
  • Академик К. И. Сатпаев, Сб., посвященный памяти выдающегося советского ученого, А.-А., 1965.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Летопись Российской академии наук. Т. VII. 1946—1953Москва: Архив Российской академии наук, 2022. — С. 52, 752. — 896 с. — ISBN 978-5-6046932-6-1
  2. Летопись Российской академии наук. Т. VII. 1946—1953Москва: Архив Российской академии наук, 2022. — С. 752. — 896 с. — ISBN 978-5-6046932-6-1
  3. Летопись Российской академии наук. Т. VI. 1941—1945Москва: Архив Российской академии наук, 2021. — С. 138. — 592 с. — ISBN 978-5-6046932-0-9
  4. History of university - Satbayev University.