ყანდაარი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყანდაარი
Kandahar
რეჟისორი მოჰსენ მაკმალბაფი
პროდიუსერი მოჰსენ მაკმალბაფი
სცენარისტი მოჰსენ მაკმალბაფი
როლებში ნელოფერ პაზირა
ჰასან ტანტაი
სადოუ ტეიმოური
ჰოიატალა ჰაკიმი
კომპოზიტორი მოჰამად რეზა დარვიში
დისტრიბუტორი Avatar Films
ხანგრძლივობა 85 წთ.
ქვეყანა ირანი/საფრანგეთი
ენა ფარსი/ინგლისური ენა/პუშტუ

ყანდაარი (აგრეთვე ცნობილი როგორც Safar-e Ghandehar - „მოგზაურობა ყანდაარში“ და „მზის დაბნელება“) — ირანელ რეჟისორ მოჰსენ მაკმალბაფის 2001 წლის ფილმი. მასში მოთხრობილია ავღანეთის შესახებ, ტალიბების მმართველობის პერიოდში.

ფილმი წარდგენილი იყო კანის ფესტივალზე, მაგრამ არ მიიზიდა ყურადღება, თუმცა 11 სექტემბრის შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში მოთხრობილია ავღანური წარმოშვების კანადელი ჟურნალისტის, ნაფასის მგზავრობა კანდაგარისკენ, სადაც მისი ინვალიდი და ცხოვრობს და იმუქრება რომ XX საუკუნის უკანასკნელი მხის დაბნელებისას თავს მოიკლავს. ნაფასს სულ ერთი თვე აქვს რათა ჩააღწიოს კანდაგარამდე და იხსნას და. თანამედროვე მოგზაურობების პირობებში ეს თითქოს და საკმარისზე მეტი დროა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩასასვლელად, მაგრამ არა ავღანეთში.

თითქმის მთელი დრო ნაფასმა დახარჯა სხვადასხვა საზღვრებიდან ავღანეთში შესვლის მცდელობაზე, საბოლოოდ მან გადაკვეთა საზღვარი ირანიდან, ამისთვის მას შემთხვევითი მგზავრის ცოლად მოუწია თავის გასაღება. შემდეგ მისი გამცილებელი ხდება რელიგიური სკოლიდან გაქცეული ბიჭი ხაკი და უკანასკნელ ეტაპზე ამერიკიდან ჩამოსული მოჯახედი, თვითნასწავლი ექიმი.

ნაფასს ავღანეთში უმეტეს წილად ფეხით უწევს გადაადგილება და ტალიბებისგან დამალვა. ფილმში ნაჩვენებია XX საუკუნის ბოლოს ავღანეთის ცხოვრება.

დანიშნულების ადგილს ნაფასი ვერ აღწევს რადგან ტალიბების ხელში ვარდება. ფილმი ლამაზია მაგრამ ფინალი არ აქვს ბედნიერი. მთელ ფილმს მიყვება უიმედოობის განცდა, რომელიც აიძულებს ნაფასის დას დაასრულოს სიცოცხლე თვითმკვლელობით.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაფასის როლის შემსრულებელი ნელოფერ პაზირა არის ავღანური წარმოშვების კანადელი ჟურნალისტი. მან სცადა ავღანეთში დაბრუნება 1996 წელს ბავშვობის მეგობრის მოსაძებნად, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ მისი მოგზაურობის სესახებ არის შექმნილი ფილმი, სადაც ნელოფერი საკუთარ თავს თამაშობს.