ყაზახური არხარმერინოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყაზახური არხარმერინოსი — სახორცე-სამატყლე მიმართულები წმინდამატყლიანი ცხვარი. გამოყვანილია 1934–1950 წლებში ყაზახეთის სსრ-ში. ერთადერთი ჯიშია, რომელიც სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის მეთოდითაა გამოყვანილი. ერკემალი დიდტანიანია, აქვს მაგარი კონსტიტუცია, მკვრივი ძვლები, ჰარმონიულად აგებული სხეული. კარგად დადის მკვეთრად დასერილ რელიეფზე, კარგად ეგუება მთის პირობებს. ერკემლის ცოცხალი მასაა 90–115 კგ, ნერბისა 55–65 კგ. ერკემლის მატყლის ნაპარსი 7–8 კგ-ია, ნერბისა 3,2–3,5 კგ. მატყლი ძირითადად 64-ე ხარისხისაა, კულულის სიგრძე 7–10 სმ-ია. წმინდა მატყლის გამოსავალი 50–55% შეადგენს. ნაყოფიერება 110–120 ბატკანია 100 ნერბზე. ყაზახური არხარმერინოსებს აჯვარებენ უხეშმატყლიან ცხვრებთან. გავრცელებულია ალმათის, აღმოსავლეთ ყაზახეთისა და პავლოდარის ოლქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]