არხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არხარი

არხარი, არგალი, არკალი, კაჩკარი (Ovis ammon) — გარეული ცხვარი. ბინადრობს შუა და ცენტრალურ აზიაში. განარჩევენ რამდენიმე გეოგრაფიულ რასას, რომლებიც განსხვავდებიან ზომით, რქების ფორმითა და მატყლის ფერით. ზოგი მათგანის წონა 200 კილოგრამამდეა. არხარის მაკეობა გრძელდება ხუთი თვე. გაზაფხულზე შობს ერთ (იშვიათად ორ) კრავს. ძვირფასი სანადირო-სარეწაო ობიექტია. მერინოსთან არხარის ჰიბრიდაციით ყაზახეთში მიღებულია დიდი ზომისა და მთამაღლის საარსებო პირობებთან კარგად შეგუებული შინაური ცხვრის მაღალპროდუქტული ჯიში — არხარმერინოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]