ღრომის ეკლესია (შუა საუკუნეები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრომის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე, მთაზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის ეკლესია, რომელიც სოფლის ჩრდილოეთით 1 კმ. მანძილზე მთაზე დგას ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით დუღაბზე.

დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. ნახევარსფერული კონქის მცირე ნაწილია შემორჩენილი. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი შვერილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა.

კამარა და კონქი ჩამოქცეულია. შესასვლელის წირთხლები მორღვეულია. კედლები ჩამონგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 203