ღიჭა
ღიჭა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ღიჭა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sonchus | ||||||||||||
|
ღიჭა (ლათ. Sonchus) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქები. შეიცავენ რძეწვენს. მთლიანი ან ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები აქვთ. კალათაში ყველა ყვავილი ორსქესანია, ენისებრი ყვითელი, კალთები საერთო ყვავილედს ქმნიან, ნაყოფი ქოჩრიანი თესლურაა.
70-მდე სახეობა ევრაზიასა და აფრიკაშია გავრცელებული. საქართველოში გავრცელებული 4 სახეობიდან ორი — S. asper და S. oleraceus ერთწლოვანი ბალახებია; ბაღების, ბოსტნების, იშვიათად ნათესების ფართოდ გავრცელებული სარეველებია. მათი ნორჩი ფოთლები და გასუფთავებული ღეროები იჭმება. კარგი თაფლოვანი მცენარეებია. S. ketzkhovelii კავკასიის ენდემური მრავალწლოვანი მცენარეა, გვხვდება მთის ველებზე (თანამედროვე წყაროებით იგივეა რაც Sonchus arvensis subsp. arvensis[1]). S. palustris ტენიან-ჭაობიანი ადგილებისა და მდინარეთა ნაპირების ბინადარი მცენარეა, იშვიათად გვხვდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 595.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sonchus ketzkhovelii Schchian. gbif.org. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2021