ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (მოსკოვი)
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′29″ ჩ. გ. 37°37′27″ ა. გ. / 55.74139° ჩ. გ. 37.62417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვასილი ბაჟენოვი, ოსიპ ბოვე |
ხუროთმოძღვრული სტილი | კლასიციზმი, ამპირი |
თარიღდება | 1683-1685 |
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость») — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის იაკამინკის რაიონში.
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ფერისცვალების სახელზე. ეგვტერები კი ვარლაამ ხუტინელისა და ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიის ადგილზე XVI საუკუნეში არსებობდა ხის ეკლესია ვარლაამ ხუტინელის სახელზე ნაკურთხი, რომელიც მოიხსენიება 1571 წლის წყაროებში. მისი მშენებლობა დაკავშირებული იყო ვასილი III-ის ყაზანში ლაშქრობასთან. 1683-1685 წლებში ააგეს ქვის ეკლესია, რომელიც ფერისცვალების სახელზე აკურთხეს. 1688 წელს ტაძარში განათავსეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული, რომელმაც განკუურნა პატრიარქ ნიკონის მძიმედ ავადმყოფი და. ტაძარმა ამის შემდეგ სასწაულმოქმედი ხატის სახელი მიიღო. ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს ხატის სახელზე, რასაც გვიდასტურებს ეკლესიის 1713 წელს შექმნილი ოდიკი. 1770 წელს ღვთისმშობლის ხატის საკურთხეველი განაახლეს გ. ლიუბოვნიკოვის ფინანსებით.
თანამედროვე ეკლესია ააგეს 1783-1791 წლებში. 1812 წელს ეკლესია სერიოზულად დაზარალდა ხანძრის შედეგად. 1823-1836 წლებში XVII საუკუნის ძველი ეკლესია შეცვალა არქიტექტორ ოსიპ ბოვეს პროექტით აშენებულმა ნაგებობამ. ახალი ეკლესია ამპირის სტილში ააგო. გადაკეთებული ტაძარი აკურთხა მიტროპოლიტმა ფილარეტმა 1836 წლის 20 სექტემბერს.
1922 წელს საეკლესიო ფასეულობების დატაცების სახელმწიფო კამპანიის პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესიიდან გაიტანეს 65 კგ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. ეკლესია დახურეს 1933 წელს, მას მოხსნეს სამრეკლო, თუმცა ინტერიერი შეინარჩუნეს. 1941-1945 წლებში მასში განთავსებული იყო ტრეტიაკოვის გალერეის საწყობები.
1948 წელს ეკლესია გაიხსნა ღვთისმსახურებისათვის. ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს დიაკვანი კიპრიან (ზიორნოვი), რომელიც აქ გარდაცვალებამდე, 1987 წლის 5 აპრილამდე მსახურობდა (გარდაიცვალა ეკლესიაში). 1950-იან წლებში ეკლესიაში შეიქმნა მუსიკალური გუნდი.
ამჟამად ეკლესიასთან მოქმედებს სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Церковь Богоматери «Всех Скорбящих Радости» // Москва: Энциклопедия / Глав. ред. С. О. Шмидт; Сост.: М. И. Андреев, В. М. Карев. — М. : Большая российская энциклопедия, 1997. — 976 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-277-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «Всех Скорбящих Радость» иконы Божией Матери церковь. Официальный сайт Московского Патриархата. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-10. ციტირების თარიღი: 2009-11-04.
- Москва. Церковь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость» на Большой Ордынке. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-10. ციტირების თარიღი: 2009-11-02.