ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (პერეიასლავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი
Znamenie-Pereyaslavskaya MOW.jpg
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (პერეიასლავი) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′30″ ჩ. გ. 37°38′24″ ა. გ. / 55.79167° ჩ. გ. 37.64000° ა. გ. / 55.79167; 37.64000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732081000
საიტი ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის მეშჩანის რაიონში. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ფიოდორ როჟიკი. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეგვტერები კი იოანე ნათლისმცემლის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მოწამე ტრიფონისა და ალექსანდრე ხოტოვიცკის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნეში თანამედროვე ტაძრის ადგილზე იდგა ხის ეკლესია, რომელიც ნაკურთხი იყო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღის პატივისცემის ნიშნად (ივანე მრისხანეს მფარველი წმინდანი). ჩანაწერთა წიგნებში ეკლესია სწორედ ამ სახით მოიხსენიება.

1712 წელს ეკლესია დაიწვა და ხელახლა ააგეს 1713 წელს მრევლის შემოწირულობების ხარჯზე. ახალი ეკლესია უკვე აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ქვის ეკლესიის მშენებლობა კი დაიწყეს 1757 წელს პერეიასლავის სლობოდის მეეტლეების თხოვნით. ტაძარი აკურთხეს 1766 წელს.

1888 წელს საეპარქიო არქიტექტორის სტეფან კრიგინის[1] პროექტის მიხედვით ეკლესია გააფართოვეს. კუთხის ეგვტერები წინ წამოსწიეს და გაუსწორეს საკურთხევლის ხაზს. ააშენეს შესასვლელი, სამრეკლოს მეორე იარუსი დაუკავშირეს ქოროს. ამ ყველაფრის შესახებ მოგვითხრობს მემორიალური დაფა. ამავე პერიოდში კრიგინის პროექტის მიხედვით ეკლესია შემოღობეს.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიასთან მოქმედებდა თავშესაფარი და საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 1917 წლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეკლესია არ დახურულა, მასში გადაიტანეს ხატები ახლოს მდებარე დაკეტილი ეკლესიებიდან და ტაძრებიდან.

1929-1931 და 1950-იან წლებში ტაძარში მსახურობდა დიაკვანი ალექსანდრე მიხეილის ძე დერჟავინი (1871-1963 წწ.)[2].

1979 წელს მიმდინარეობდა შენობის ფასადის რემონტი. 1980-იან წლებში ააგეს ახალი საეკლესიო სახლი. 1980 წლის ნოემბერში ახალი ეგვტერი აკურთხეს წმინდა მოწამე ტრიფონის სახელზე.

1997 წელს აკურთხეს ქვის სანათლავი ტაძარი ალექსანდრე ხოტოვიცკის სახელზე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ერთგუმბათიანია, კვადრატული, ზედა იარუსითა და გუმბათით. სატრაპეზოს აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე განთავსებულია ქორო. სამრეკლო - ოთხკუთხა და სამიარუსიანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Зодчие Москвы времени эклектики, модерна и неоклассицизма (1830-е — 1917 годы): илл. биогр. словарь / Гос. науч.-исслед. музей архитектуры им. А.В.Щусева и др. — М.: КРАБиК, 1998. — С. 146. — 320 с. — ISBN 5-900395-17-0.
  2. Ригин В., протоиерей Образ буди верным. О старце-священнике, подвижнике и учёном