ღვთისმშობლის ეკლესია (სოფელი გლდანი)
იერსახე
| ღვთისმშობლის ეკლესია | |
|---|---|
|
| |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 41°49′12″ ჩ. გ. 44°49′40″ ა. გ. / 41.8202250° ჩ. გ. 44.8278889° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| რაიონი | გლდანის რაიონი |
| ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული |
ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ გლდანის სამხრეთით, ახალ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,9X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. აღდგენამდე სრული სიმაღლით შემორჩენილი იყო აღმოსავლეთი კედელი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი ვიწრო სარკმელია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი თაღოვანი სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 273.