ღაფამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღაფამა — პოპულარული სომხური კერძი. ღაფამა საკმაოდ რთული კერძია, რომლის მომზადებაშიც ადრე მთელი ოჯახი მონაწილეობდა. ეს არის ძირძველი ტრადიციული სომხური კერძი, რომელზეც ბევრი ლეგენდაა. სომხური ღაფამა არის გოგრა, რომელშიც გულსართად გამოიყენება ბრინჯი, ჩირი, ფსტი, ზოგჯერ კი ნიგვზისა და თაფლის ნარევიც კი აქვს.

უძველესი დროიდან დღემდე ეს კერძი სომხური საზეიმო სუფრების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. ღაფამა იმდენად უყვარს სომეხ ხალხს, რომ მას სიმღერაც კი მიუძღვნა. სომხურ ოჯახებში ამ კერძს დღესაც კი ხშირად ამზადებენ ახალი წლის, აღდგომის, ქორწილებისა და დაბადების დღეების სადღესასწაულო სუფრებითვის.

სადღესასწაულო სუფრაზე ღაფამას საზეიმოდ დებენ და მღერიან: „ჰეი, ჯან ღაფამა, გემრიელო და არომატულო. ჰეი, ჯან ღაფამა, თაფლის გულსართის მქონე ღაფამავ“. ეს სიმღერა პოპულარობით სარგებლობს ჰარუთ პამბუკიანის შესრულებით სომხეთში.

ღაფამას კერძში გოგრა დედამიწის სიმბოლოა, ბრინჯი მთელ კაცობრიობას განასახიერებს, ჩირი, ნიგოზი და ფსტა კი სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ადამიანებს გამოსახავს. სწორედ ეს არის ამ კერძის არსი.

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღაფამა დესერტის კერძია. უწინ ამ საჭმლის მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობდა: ზოგჯერ ღაფამას გულსართი ხორბლით, ხორცითა და ცოცხალი ხილით კეთდებოდა. თუმცა, სომხეთში დღეს ყველაზე გავრცელებული რეცეპტის მიხედვით, ეს კერძი ბრინჯით, ჩირით, ფსტით, ნიგვზითა და თაფლით მზადდება. ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა: ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა: გოგრა; ბრინჯი – 0,5 კილოგრამი; გარგრის ჩირი – 100 გრამი; შავი ქლიავი – 100 გრამი; ნიგოზი – 100 გრამი; შაქარი; თაფლი; დარიჩინი; ცხიმი და ფსტა. სასურველია, გოგრას თხელი კანი ჰქონდეს – ამ შემთხვევაში ნაყოფი კარგად შეიწვება და წვნიანი იქნება. ღაფამას გული საბოლოოდ ღუმელში უნდა მოიხარშოს გოგრასთან ერთად. გამოყენებული გოგრების სხვადასხვა მოცულობის და ღუმელის მახასიათებლების გათვალისწინებით, მომზადების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს. როგორც წესი, გამოცხობა ხდება 40 წუთიდან 1,5 საათამდე ტემპერატურა დაახლოებით 200 გრადუსამდე. როგორც წერი ამ დესერტს, ცივად მიირთმევენ წითელ ღვინოსთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]