ღარის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღარის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღარის მთავარანგელოზის ეკლესია ახალი აშენებულია. იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ორფერდა გადახურვით, რომელშიც გამოყენებულია მეტალოპლასტმასის კრამიტი. ეკლესიაში შესასვლელი კარი სამხრეთ და დასავლეთ კედელშია გაჭრილი. შიდა სივრცე ნათდება დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედელში დატანილი თითო-თითო სარკმლით. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია. კამარა ეყრდნობა სამ წყვილ პილასტრს. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან გამოყოფილია ხის კანკელით. იატაკი მოგებულია მომწვანო-მონაცრისფრო ბაზალტის ქვის ფილებით. ეკლესიას გარშემო ქვის გალავანი შემოუყვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16642