ქურთის მეორე ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქურთის მეორე ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ მეტეხის მიდამოებში მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი და ჩრდილოეთი კედლის მცირე ნაწილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის, დიდი ზომის ქვები. გეგმის წაკითხვა სპეციალური გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 188