ქურთის ლაშარობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქურთის ლაშარობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში

სოფლის მიდამოებში, ნასოფლარ მეტეხში მდებარე დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფიქალითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით გააჩნია სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული, საფეხურებიანი სარკმელი. სამხრეთ კედელზე შემორჩენილია იმპოსტი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. ნაგებობას ჩამოქცეული აქვს გადახურვა. ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა, რომლისგანაც შემორჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლის ფრაგმენტები. დასავლეთით მოწყობილია სწორკუთხა ნიშა. ეკლესიას გვიანდელი გადაკეთების კვალი ეტყობა. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 186