ქსოვილური სითხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლურჯი ფერით ქსოვილური სითხე

ქსოვილური სითხეადამიანისა და ცხოველთა ორგანოებისა და ქსოვილების უჯრედშორის სივრცეებში მოთავსებული სითხე. ქსოვილური სითხე ეხება ყველა ქსოვილურ ელემენტს და სისხლსა და ლიმფასთან ერთად წარმოადგენს ორგანიზმის შინაგან გარემოს. ქსოვილური სითხიდან უჯრედები შთანთქავენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს. სისხლიდან ქსოვილის კვებისათვის აუცილებელ ნივთიერების ქსოვილურ სითხეში შესვლა და მისგან მეტაბოლიტების მოცილება ხდება ჰისტო ჰემატური ბარიერის გავლით. ქსოვილური სითხე სისხლის პლაზმის მსგავსია, მაგრამ მისგან განსხვავდება ცილის, ელექტროლიტების, ფერმენტების და მეტაბოლისტების რაოდენობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]