ქსილემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთლის აგებულება. რიცხვით - 8 აღნიშნულია ქსილემა.

ქსილემა — ხმელეთის მცენარეთა ქსოვილი, რომელიც ემსახურება წყლისა და მინერალური მარილების გატარებას ფესვიდან ზევით — ღეროსა და ფოთლებისაკენ. განლაგებულია ან მთლიან რგოლებად, ან გამტარ კონებში. შედგება საკუთრივ გამტარი (ჭურჭლები) და ლიბრიფორმი უჯრედებისაგან, აგრეთვე მერქნის და სხივური პარენქიმისაგან. ნამდვილი ქსილემა დამახასიათებელია გვიმრნაირებისათვის, შიშველთესლოვანებისა და ყვავილოვანი მცენარეებისათვის. მრავალწლოვანი ღეროსა და ფესვის ქსილემას მერქანი ეწოდება. პირველადი ქსილემა წარმოიქმნება პროკამბიუმისაგან, მეორეული — კამბიუმისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]